საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემიონატის C დივიზიონში ასპარეზობა დასანანი მარცხით დაიწყო. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ ჭეიშვილისა და თეა კომლაძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში მალტასთან 74:79 (სტატისტკა) წააგო. ქართველებმა მორე პერიოდში მოპოვებული ხელჩასაჭიდი უპირატესობის (26:16) შემდეგ პოზიციები დათმეს და მესამე პერიოდში აქეთ ჩანორჩნენ 10 ქულით.
შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე სალმე სვანის აქტიურობასა და ზუსტ სროლებს საქართველოს ნაკრების კვლავ დაწინაურება (66:65) მოჰყვა, თუმცა ჭეიშვილის გაწვრთნილ გოგონებს მუხტი და ძალა ბოლომდე არ ეყოთ. მალტელებმა ბოლო წუთებზე ლიდერობა მოიპოვეს, რაც საფინალო სირენამდე წარმატებით შეინარჩუნეს.
საქართველოს ნაკრებში 37 ქულით ბომბარდირი გახდა სალომე სვანი. ანა გელაშვილის ანგარიშზე კი 15 ქულა, 11 პასი, 7 მოხსნა და 4 ჩაჭრა დაგროვდა. სალომეს შემდეგ 7-7 ქულით გვანცა შარიქაძე და ნიცა საბადაშვილი გამოირჩნენ. პირველმა 10 მოხსნაც მოაგროვა, ხოლო საბადაშვილმა თავი 8 მოხსნასაც მოუყარა.
16 წლამდე გოგონათა C დივიზიონში 8 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. საქართველოს ჯგუფში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი სომხეთი, დღევანდელი მეტოქე ანდორა და გიბრალტარია. მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში, ჯგუფის 2 საუეთესო გადის. საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 19 ივლისს, თბილისის დროით 16:30 საათზე, ანდორასთან გამართავს,