1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი „ჰიუნდაი“ ფინალში გავიდა.
„თბილისის კარდინალებთან“ ნახევარფინალური სერიის წაგებით დაწყების შემდეგ ლაშა თოიძის და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა ზედიზედ 2 მატჩი მოიგეს და საჩემპიონო სერიაში გავიდნენ. ასე და ამგვარად, ორივე ფინალისტი ცნობილია – ჩემპიონობისთვის ერთმანეთს 1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი „ჰიუნდაი“ და „გორი“ შეხვდებიან.
„კარდინალებს“ დღევანდელ მატჩშიც აკლდათ გუნდის უპირობო ლიდერი ნიკა ყირიმელი, რომელსაც წელის ტრავმა აწუხებს და საჭირო მომენტში თავისიანებს ვერ დაეხმარა. სერიის მესამე მატჩის მხოლოდ პირველი მეოთხედი იყო დაძაბული, რომელიც „ჰიუნდაიმ“ 18:12 მოიგო. შემდეგ ექსპერიმენტალური სკოლის გუნდმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ „კარდინალები“ 90:51 გაანადგურა.
გამარჯვებულებს 22 ქულით და 11 მოხსნით აკაკი ფიფიამ ულიდერა, ხოლო ალექსანდრე კაკუბერმა 15 მიითვალა. „კარდინალებში“21 ქულით ლიდერობა გიორგი მამალაძემ ითავა, რომა ჩალაბოვმა კი 8 ქულა მიითვალა.
ფინალური სერიის პირველი მატჩი 28 მაისს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, 15 საათზე გაიმართება, ხოლო მეორე შეხვედრა გორში, 31 მაისს, 18 საათზე დაიწყება. საჭიროების შემთხვევაში სერიის მესამე მატჩს კვლავ აკადემიის დარბაზი უმასპინძლებს.