პირველი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდი „ჰიუნდაი“ საქართველოს ჩემპიონია. 14-წლამდელთა ნაკრების თავკაცის, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა ფინალური სერიის მეორე შეხვედრაც მოუგეს „გორს“ და ქვეყნის საუკეთესო გუნდის ტიტულს დაეუფლნენ.
1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდმა ფინალური სერია იოლად მოიგო. პირველ შეხვედრაში, რომელიც საკალათბურთო აკადემიაში 3 დღის წინ გაიმართა, „ჰიუნდაიმ“ შიდაქართლური გუნდი 31 ქულით – 95:64 გაანადგურა. ზუსტად ასეთივე სხვაობით იმარჯვა „ჰიუნდაიმ“ გორში. მასპინძლებმა ჩერქეზიშვილის გუნდს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 47:78 დამარცხდნენ.
„ჰიუნდაის“ ეს გუნდი შარშან 13-წლამდელებში გახდა ჩემპიონი. ეს ის თაობაა, რომელმაც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ღირსება უნდა დაიცვას. 14-წლამდელთა ნაკრების ბირთვს სწორედ ჰიუნდაელები წარმოადგენენ.
გორი – 1-ელი ექპერიმანტალური ჰიუნდაი 47:78
გორი: რატი მდივანი – 21 ქულა, გიორგი ჯირკველიშვილი- 12 ქულა
1-ელი ექპერიმანტალური ჰიუნდაი: ზაურ ჯანელიძე – 31 ქულა, 19მოხსნა, კოკა ფიფია – 21 ქულა, გოგა ბითაძე – 17 ქულა