14 წლამდელთა- ასაკობრივ ჩემპიონატში მორიგი მატჩები გაიმართა კალათბურთის აკადემიის დარბაზში, რომელიც ვაკეში მდებარეობს.
,,ორბი”- ,,ავერსის” შეხვედრა ,,ორბის” გამარჯვებით, ანგარიშით 68:53 დასრულდა. მოგებულთაგან 19-19 ქულა ლევან გოგალაძისა და ვასო მჭედლიშვილის ანგარიშზე, ამ უკანასკნელმა კი 20 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,ავერსის” მხრიდან საუკეთესო დავით ლომიძე იყო, ორმაგი დუბლი კი ნოდარ სანაიას ანგარიშზეა -12 ქულა, 11 მოხსნა.
,,ლომები” ,,ორბთან” 51:70 დამარცხდა. წაგებულთაგან საუკეთესო15 ქულით ბექა ბექაური იყო, ,,ორბის” შემადგენლობაში კი 11 ქულით ნიკა ყირიმელი გამოირჩა.
,,ჰიუნდაიასა” და ,,რუსთავის” დაპირისპირება ,,რუსთავის” სასარგებლოდ – 36:75 დასრულდა. ,,ჰიუნდაის” რიგებში 11 ქულა ვაჟა ოდიშარიამ მოაგროვა, ხოლო რუსთაველებს 27 ქულით გიგა გოგობერიშვილმა ულიდერა. ორმაგი დუბლი კი თორნიკე ალავერდაშვილმა მიითვალა – 12 ქულა, 11მოხსნა.
,,აკადემიამ” ,,ქუთაისს” უმასპინძლა და მეტოქე 72:49 დაამარცხა. გამარჯვებულთაგან საუკეთესო ორმაგი დუბლით, 24 ქულითა და 21 მოხსნით ვილი ისიანი გახლდათ, ხოლო ,,ქუთაისის” რიგებში 14 ქულით იოანე გუბაევი გამოირჩა. ორმაგი დუბლი კი გიორგი ზაზაძემ შეასრულა – 12 ქულა, 12 მოხსნა.