14-წლამდელთა მორიგი ტურის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ,,ავერსი” – ,,ჰიუნდაი” დაუპირისპირდნენ. მატჩი ავერსელთა გამარჯვებით ანგარიშით 62:37 დასრულდა.
ავერსელებს 20 ქულით ნოდარ სანაიამ ულიედრა, ხოლო ჰიუნდაის რიგებში 15 ქულით ლევან ბეროშვილი გამოირჩა. ,,ლომებმა” ,,ქუთაისს” უმასპინძლეს, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყეს და საკუთარ მოედანზე ანგარიშით 50: 67 დამარცხდნენ. ,,ლომებს” 23 ქულა ბექა ბექაურმა შესძინა, ხოლო ქუთაისელთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ვიტალი ცქიფურიშვილმა(24ქ.19მ) და გიორგი ზაზაძემ (13ქ.10მ) შეასრულეს.
,,აკადემიამ” შინ ,,ბათუმი” მიიღო და მეტოქეს 81:62 სძლია. მასპინძელთაგან საუკეთესო 29 ქულით გიორგი ცირეკიძე გახლდათ, ხოლო 24 ქულითა და 21 მოხსნით ორმაგი დუბლი ვილი ისიანმა შეასრულა. ბათუმელთა რიგებში ორმაგი დუბლი ალეკო ანანიძემ(28ქ.13მ)და მირიან ცინცაძემ(10ქ.17მ) შეასრულეს.
ზედიზედ მეორე შეხვედრა ,,ბათუმმა” ,,რუსთავთან” გამართა, თუმცა ამჯერადაც დამარცხდა. ზღვისპირელებმა მეტოქესთან მატჩი – 54:67 დათმეს. რუსთაველებს 30 ქულით გიგი გოგობერისვილმა ულიდერა, ხოლო 10 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი ირაკლი წიქარიშვილმა მიითვალა. ბათუმელებს 17 ქულა ალეკო ანანიძემ შესძინა, ხოლო ორმაგი დუბლი თორნიკე იაკობაძის ანგარიშზეა – 12 ქულა და 13 მოხსნა.