14-წლამდელთა ჩემპიონატში დაუმარცხებლები “ჰიუნდაი” და “რუსთავი” დარჩნენ

14-წლამდელთა ჩემპიონატში დაუმარცხებლები “ჰიუნდაი” და “რუსთავი” დარჩნენ

საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატში მორიგი მატჩები გაიმართა. 9-11 მარტს თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მთლიანობაში 7 შეხვედრა ჩატარდა. ძალიან პრინციპული გამოდგა მატჩი ქუთაისში, სადაც ერთმანეთს 2 დაუმარცხებელი გუნდი – “ქუთაისი” და “ჰიუნდაი 1” შეხვდნენ. მატჩის პირველ ნახევარში მასპინძლები სოლიდურად დაწინაურდნენ, თუმცა მესამე პერიოდში და განსაკუთრებით დასკვნით 10-წუთეულში ჰიუნდაელებმა გუნდური თამაში აჩვენეს და ბოლომდე ბრძოლის ხარჯზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს – 88:80.

ქუთაისელებმა ჩემპიონატში პირველი მარცხის შემდეგ 2 დღეში, მორიგი პრინციპული მატჩი გამართეს ბათუმში. შეხვედრა 11 მარტს ჩატარდა და ის “ქუთაისის” გამარჯვებით – 85:74 დასრულდა. მორიგი გამარჯვება მოიპოვა კიდევ ერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა “რუსთავმა”, რომელმაც შინაურ არენაზე “ვინგზს” 60:33 სძლია. რუსთაველებს კონკურენტებზე გაცილებით ნაკლები მატჩები აქვთ ჩატარებული და ამის გამო ცხრილის შუაში არიან. გაეცანით შედეგებსა და დღესდღეობით დაფიქსირებულ სატურნირო მდგომარეობას. 

9 მარტი
ქუთაისი – ჰიუნდაი1 80:88

10 მარტი
სოხუმი – დინამო 68:72
ზაზა2 – იბერი 40:70
აკადემია – ფოთი 86:66
რუსთავი – ვინგზი 60:33

11 მარტი
ზაზა1 – ფოთი 53:55
აჭარა – ქუთაისი 74:85

სატურნირო მდგომარეობის გასადიდებლად დაკლიკეთ აქ: ცხრილი 12 მარტის მდგომარეობით