14-წლამდელთა ჩემპიონი თბილისის დინამო გახდა

14-წლამდელთა ჩემპიონი თბილისის დინამო გახდა

თბილისის დინამომ ჩემპიონატი ისე მოიგო, 1 მატჩიც არ წაუგია. რეგულარულ ჩემპიონატში დინამოელებმა რვავე მატჩი მოიგეს, ხოლო პლეი ოფში წაუგებლად განვლეს მეოთხედფინალი და ნახევარფინალი.
საჩემპიონო სერიაში მამუკა ტურაშვილისა და ვასილ გოგუას გაწვრთნილმა „დინამომ“ მეტოქე „რუსთავს“ ორივე შეხვედრაში სძლიეს და ჩემპიონატის ღირსეული გამარჯვებულები გახდნენ. ფინალური სერიის პირველი მატჩი დინამომ თბილისში 89:73 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრაშიც არ დასდგომია ჯაფა. გუნდური თამაშის ხარჯზე დინამოელებმა გასვითი შეხვედრა ?? მოიგეს და ჩემპიონები გახდნენ.
დაჯილდოვების ცერემონიალი რუსთავის დარბაზში გაიმართა. მეორე ადგილზე გასული რუსთაველები ამ ქალაქის სპორტსკოლის უფროსის მოადგილე ბაჩო კარანაძემ და რუსთაველთა სუპერლიგის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ გოგობერიშვილმა დააჯილდოვეს.
ვეტერანთა დახმარების ფონდის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი – ლევან ინწკირველისა და არჩილ გოგელიას სახელობის თასი დინამოელებს სუპერლიგისა და ახალგაზრდული ლიდების ახმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ გადასცა. მანვე დააჯილდოვა დინამოელები მედლებით, სიგელებით, დიპლომით, ხოლო საჩემპიონო თასი გიორგი ზაბახიძისგან გუნდის კაპიტანმა – გიორგი ბიგანაშვილმა ჩაიბარა.
მესამე ადგილისთვის მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც მეორე „გორი“ ჩავიდა და ვერაფერი გააწყო. ქუთაისმა დამაჯერებელი სხვაობით – 92:60 გაიმარჯვა და 14-წლამდელთა ჩემპიონატში ღირსეული მე-3 ადგილი დაიკავა. გამარჯვებულები ცნობილმა და სტაჟიანმა ქუთაისელმა მწვრთნელმა, მერაბ სვანიძემ დააჯილდოვა.