1-დან 5 ივნისის ჩათვლით 14-წლამდელთაჩემპიონატში ზედიზედ რამდენიმე მატჩი გაიმართა.
,,ქუთაისმა” ,,რუსთავს” უმასპინძლა, თუმცა მეტოქესტან ვერეფერი გააწყო და 69:74 დამარცხდა. ადგილობრივთა შემადგენლობაში 20 ქულით რატი ნუცუბიძე გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი გიორგი ვადაჭკორიას ანგარიშზეა – 12 ქულა და 11 მოხსნა. რუსთაველთა რიგებში კი საუკეთესო 30 ქულით გიგი გოგობერიშვილი იყო.
,,რუსთავმა” შინ ,,ორბი” მიიღო, თუმცა მეტოქესთან – 50:61 დამარცხდა. მასპინძელთაგან 16 ქულით გიგი გოგობერიშვილი გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი ირაკლი წიქარიშვილის ანგარიშზეა – 11 ქულა და 16 მოხსნა. გამარჯვებულთა რიგებში კი პორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათურთელმა შესარულა – ვასო მჭედლიშვილმა(21ქ.15მ) და ლევან გოგალაძემ(11ქ.11მ).
,,ორბის” გუნდმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ,,ჰიუნდაისთან” – 55:42. მოგებულთაგან საუკეთესო 16 ქულით ვასო მჭედლიშვილი გახლდათ, ხოლო ,,ჰიუნდაის” რიგებში ორმაგი დუბლით, 13 ქულითა და 17 მოხსნით ლევან ბეროშვილი გამოირჩა.
,,აკადემიისა” და ,,ლომების” შეხვედრა აკადემიელთა მოგებით – 63:42 დასრულდა. ,,ლომების” მხრიდან 22 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი თემურ ზედგენიზემ მიითვალა, ხოლო გამარჯვებულებს ასევე ორმაგიუ დუბლით, 20 ქულითა და 13 მოხსნით ვილი ისიანმა ულიდერა.
ტურის ბოლო შეხვედრაში ,,ავერსმა” ,,ქუთაისს” უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 55:36 სძლია. მოგებულთაგან საუკეთესო 23 ქულით ნოდარ სანაია იყო, ხოლო ქუთაისელთა რიგებში 14 ქულა იოანე გუბაევის ანგარიშზეა.