14-წლამდელთა პლეი აუტის შეხვედრა გორში

14-წლამდელთა პლეი აუტის შეხვედრა გორში

 

14-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი აუტის ერთი შეხვედრები გორსა და თბილისში, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართა. გორმა ქუთაისს უმასპინძლა და 85:76 იმარჯვა. შესაბამისად,   5-6 ადგილებისთვის ბრძოლას გორი აგრძელებს, ხოლო ოლიმპსა და შსს მართვეს შორის შეხვედრა 66:51 დასრულდა, ოლიმპის სასარგებლოდ.

ამრიგად, 5-6 ადგილებისთვის ერთმანეთს ოლიმპისა  და გორის გუნდები დაუპირისპირდებიან.

გაგაცნობთ თამაშის გამორჩეულ მოთამაშეებს და მათ მონაგარს.

გორი – ქუთაისი  85:76

გორი: მიშა ჩადუნელი – 63ქულა, 8მოხსნა; ხვიჩა დოთიაშვილი – 14ქულა, 15მოხსნა;

ქუთაისი: გიორგი კენჭაძე –  22ქულა, 11მოხსნა; გიორგი ჭეიშვილი – 20ქულა, 7მოხსნა; დავით დემეტრაძე – 13ქულა, 11მოხსნა.

შსს მართვე  – ოლიმპი  51:66 

შსს მართვე: ნიკა ნიკოლაიშვილი – 18 ქულა, ილია დარჩიაშვილი – 14 ქულა

ოლიმპი: ბორის თორთლაძე – 24 ქულა, 16 მოხსნა, ნიკა მედილიში – 14 ქულა,  ცოტნე ცარციძე – 13 ქულა, 17 მოხსნა