აკადემიის საკალათბურთო დარბაზში სტარტი აიღო14-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფმა. ჩემპიონობისთვის ბრძოლას 8 საუკეთესო გუნდი აგრძელებს.
პირველი მეოთხედფინალური თამაში ‘’1-ლ ექსპერიმენტულ ჰიუნდაისა’’ და ,,ქუთაისს’’ შორის გაიმართა. დაძაბულ ბრძოლაში ,,ჰიუნდაიმ’’ 58:51 იმარჯვა და სერიაში 1:0 დაწინაურდა. სერია 2 მოგებამდეა და ამ წყვილის მომდევნო მატჩი 10 ივნისს ქუთაისში გაიმართება.
რაც შეეხება მომდევნო წყვილს, აქ ერთმანეთს “დინამო” და “შსს მართვე” დაუპირისპირდნენ. მატჩში 94:77 დინამოს გუნდმა იმარჯვა და “ჰიუნდაის” მსგავსად სერიაში 1:0 გავიდა წინ. ამ გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა ხვალ, 7 ივნისს 14:00 საათზე აკადემიის დარბაზში შედგება.
1-ლი ექსპერიმენტული ჰიუნდაი – ქუთაისი 58:51
ჰიუნდაი: გივიკო გოგიტაშვილი – 27 ქულა, 25 მოხსნა; ლევან წენგუაშვილი – 12 ქულა, 11 მოხსნა;
ქუთაისი: დათო გვენეტაძე – 27 ქულა, 14 მოხსნა; გიორგი კენჭაძე – 9 მოხსნა, 14 მოხსნა.
დინამო – შსს მართვე 94:77
დინამო: სანდრო ჯორბენაძე – 30 ქულა, 12 მოხსნა, 27 ქულა, 8 მოხსნა, გიორგი ჩახნაშვილი – 16 ქულა, 11 მოხსნა, ირაკლი სულხანიშვილი – 11 ქულა
შსს მართვე: გიორგი ხუბულაშვილი – 35 ქულა, 16 მოხსნა, ილია დარჩიაშვილი – 16 ქულა