21-22 აპრილს 14 წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, რომლებსაც ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა.
ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ,,ჰიუნდაისა“ და ,,კარდინალის“ დაპირისპირებამ, რომელიც საბოლოოდ ,,კარდინალის“ გამარჯვებთ, 59:51 დასრულდა. ,,კარდინალი-ორბმა“ მატჩი თავიდანვე ჩინებულად დაიწყო და პირველ ტაიმში 35:21 დაწინაურდა. მესამე მეოთხედში ,,ჰიუნდაი“ გააქტიურდა და ანგარიშში სხვაობა 10-ქულამდე შეამცირა (35:45), ხოლო მეოთხე მეოთხედის მე-4 წუთზე 42:48 დააფიქსირა. მიუხედავად ამისა, კარდინალის გუნდმა მოპოვებული უპირატესობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნა და მატჩში 8 ქულის სხვაობით იმარჯვა. ,,ჰიუნდაის“ ორმაგი დულით, 34 ქულითა და 19 მოხსნით ო გოგა ბიწაძემ ულიდერა, ხოლო ,,კარდინალის“ მხრივ 20 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ნიკა ლოლიშვილის ანგარიშზეა.
,,ჰიუნდაიმ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა ,,გორთან“ გამართა და ამჯერად გამარჯვება მოიპოვა – 64:62. მატჩი დაძაბული გამოდგა და თავდაპირველად გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე პერიოდში ,,ჰიუნდაიმ“ მოახერხა დაწინაურება და დიდი შესვენებისთვის 4 ქულით გავიდა წინ – 35:31. მესამე მეოთხედი ჰიუნდაელებმა კვლავ მობილიზებულად ჩაატარეს – 51:45, თუმცა მეოთხე, დასკვნით მეოთხედში გორის გუნდმა, რომელიც მუდმივად მდევრის როლში იმყოფებოდა, შეხვედრის დასრულებამდე 44 წამით ადრე მაინც მოახერხა მეტოქის დაწევა და ანგარიშიც გაათანაბრა – 62:62. მიუხედავად გორელთა მცდელობისა და აქტიურობისა, ,,ჰიუნდაიმ“ გადამწყვეტ მომენტში შეძლო თამაშზე მობილიზება და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულება. ,,გორის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ერთბაშად სამი მოთამაშე გამოირჩა. ნიკა დარბაიძემ 18 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, გიორგი ხუბულაშვილმა – 13 ქულა და 11 მოხსნა, ხოლო გიორგი ტიელიძის ანგარიშზე 12 ქულა და 26 მოხსნაა. ჰიუნდაის გუნდში გამოირჩა თორნიკე აბულაძე, რომელმაც 34 ქულითა და 19 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი და ამავდროულად მატჩის ბომბარდირი და გახდა. ორმაგი დუბლი შეასრულა აგრეტძვე აბულაძის თანაგუნდელმა ლაშა ტაბატაძემ, რომელმაც საკუთარ გუნდს 14 ქულა და 15 მოხსნა შესძინა.
ტურის ბოლო მატჩში შედგა აკადემიისა და ,,დინამოს“ შეხვედრა, სადაც აკადემიელებმა მეტოქეს დიდი სხვაობით, 75:55 სძლიეს. აკადემიამ საწყის წუთებშივე მოიპოვა უპირატესობა, რომელი მატჩის ბოლომდე უპრობლემოდ შეინარჩუნა. დინამოელები მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში ჩამოუვარდნენ და მარცხი განიცადეს.
გამარჯვებულებს 24 ქულით გიორგი ცირიკიძემ ულიდერა, ხოლო 13 ქულითა და 9 მოხსნით ერთდერთი მოხსნა ლუკა ბულაშვილს დააკლდა. ,,დინამოს“ მხრიდან ყველაზე მეტი 25 ქულა ნიკა ჭანტურიამ დააგროვა, ხოლო ორმაგი დუბლით 10 ქულითა და 12 მოხსნით გიორგი თვალაბეიშვილი გამოირჩა.