აკადემია ფინალურ სერიაში დაწინაურდა

აკადემია ფინალურ სერიაში დაწინაურდა

14-წლამდელთა ფინალური სერიის პირველ შეხვედრას ვაკეში მდებარე საკლათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა, სადაც ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს ,,კნაუფ-აკადემია” და ,,ქუთაისი” დაუპირისპირდნენ.  აკადემიელებმა ,,იმერლებს” ყველა კომპონენტში აჯობეს და სერია იოლი გამარჯვებით გახსნეს – 96:49.  მაპინძლებმა მატჩი თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს და საწყის ათწუთეულში 23:14 დაწინაურდნენ, ხოლო დიდ შესვენებაზე 10 ქულიანი უპირატესობით 53:33 გავიდნენ. მესამე მეოთხედში აკადემიელები ძალიან აქტიურად ათამაშდნენ, განსაკუთრებით კი კარგად გაისარჯნენ დაცვაში და მეოთხედის ბოლო 73:48 გავიდნენ წინ.  ქუთაისელებმა დასკვნით ათწუთეულშივერაფერი გააწყეს და სერიაში 0:1 ჩამორჩნენ მეტოქეს. 

გამარჯვებულებს ულიდერა გიორგი ცირიკიძემ, რომელმაც 28 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო ,,ქუთაისის” მხრიდან ორმაგი დუბლი ლადო ფურცხვანიძემ და მურად მერკვილაძემ შეასრულეს.  ფურცხვანიძემ საკუთრ გუნდს 10 ქულა და 12 მოხსნა შესძინა, მერკვილაძის ანგარიშზე 10 ქულა და 11 მოხსნაა.
სერიის განმეორებითი მატჩი ,,ქუთაისსა” და ,,აკადემიას” შორის 30 მაისს ქუთაისში 15:00 საათზე შედგება.