ასაკობრივი ჩემპიონატების დაწყებასთან დაკავშირებით გუნდებთან სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა

ასაკობრივი ჩემპიონატების დაწყებასთან დაკავშირებით გუნდებთან სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ასაკობრივი ჩემპიონატების დასაწყებად ემზადება. დღემდე, არაერთი მცდელობის მიუხედავად, დაწესებული სახელმწიფო რეგულაციების გამო ვერ ხერხდებოდა საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა კლუბებთან მუდმივად იყო საქმიანი კომუნიკაცია. პანდემიის პერიოდში ფედერაციის ორგანიზებით მოხერხდა ასაკობრივი გუნდების ხელმძღვანელებთან შეხვედრა და იმ სისტემის წარდგენა, რომლითაც ფედერაცია გეგმავს ბავშვთა და მოზარდთა ჩემპიონატების მომავალ წლებში ჩატარებას.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებასთან ერთად გვეძლევა საშუალება, გადავიდეთ კონკრეტულ საქმიანობაზე და დარჩენილ პერიოდში დავგეგმოთ ასაკობრივი ჩემპიონატების ოპტიმალური ფორმატით ჩატარება. აქედან გამომდინარე, ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელობამ დაგეგმა სამუშაო შეხვედრა საკალათბურთო სკოლებისა და ასაკობრივი გუნდების ხელმძღვანელებთან, რათა მათთან ერთად განიხილოს ჩემპიონატების ჩატარებისა და ორგანიზების საკითხები.

შეხვედრა გაიმართება ოლიმპიურ სასახლეში, 16 მარტს, 14:00 საათზე.

მისამართი: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა 15 ა