14-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი გაიმართა ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, სადაც ერთმანეთს ,,გორი“ – ,,ავერსი“ დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა და საბოლოოდ ,,ავერსის“ სასარგებლოდ 63:57 დასრულდა.
მატჩის საწყის ათწუთეულში გუნდებმა თანაბარი თამაში აჩვენეს, თუმცა მეორე მეოთხედში ავერსელებმა შეძლეს მცირე უპირატესობის მოპოვება და 50:37 დაწინაურდნენ. საინტერესო გამოდა მესამე მეოთხედი, სადაც გორის გუნდი ჩინებულად გაისარჯა დაცვაში და ანგარიშიც გაათანაბრა -45:45. მეოთხე პერიოდი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და თამაშიც ქულა-ქულაში წავიდა, სადაც საბოლოოდ ავერსელებმა შეძლეს მობილიზება და მატჩის დასრულებამდე 1:15 წუთით ადრე 61:54 დაწინაურდნენ. დარჩენილ დროში ,,გორმა“ ვეღარაფერი გააწყო და მატჩი 6 ქულის სხვაობით დათმო.
,,ავერსის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა. ნიკა ბარაჩაშვილმა 17 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა გიორგი ხაჩიძემ – 15 ქულა და 11 მოხსნა. ,,გორის“ მხრიდან ორმაგი დუბლი ნიკა დარბაიძის ანგარიშზეა, რომელმაც 32 ქულა და 23 მოხსნა დააგროვა.