ბათუმელთა მარცხი, რუსთაველთა მოგება

ბათუმელთა მარცხი, რუსთაველთა მოგება

10 ივნისს ,,ბათუმმა” ,,ორბს” უმასპინძლა, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და ანგარიშით 49:61 დამარცხდა.

ბათუმელთაგან საუკეთესო თორნიკე იაკობაძე გახლდათ, რომელმაც 22 ქულა, 10 მოხსნა, ამდენივე ჩაჭრა მიითვალა და სამმაგი დუბლი შეასრულა. გამარჯვებულთა რიგებში კი ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა კალათბურთელმა მიითვალა – ლევან გოგოლაძემ(19ქ.12მ), თენგო სხირტლაძემ(12ქ.12მ) და ვასო მჭედლიშვილმა(10ქ.17მ).

,,რუსთავმა” ,,ჰიუნდაი” შინ მიიღო და საკუთრ მოდენზე მეტოქეს დიდი სხვაობით – 83:35 სძლია. მასპინძელთაგან 18 ქულით გიგი გოგობერიშვილი გამოირჩა, ორმაგი დუბლი კი ირაკლი წიქარიშვილის ანგარიზეა – 12 ქულა და 10 მოხსნა. ,,ჰიუნდაის” რიგებში საუკეთესო გახლდათ გუგა ლოლუა, რომელმაც 15 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.