ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა 14-წლამდელთა პლეი აუტის შეხვედრას უმასპინძლა, სადაც 9-10 ადგილებისთვის ერთმანეთს გორისა და კომაროვის გუნდები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ძალინ საინტერესო გამოდგა, სადაც საბოლოოდ გამარჯვება ,,გორმა” მოიპოვა და მე-9 ადგილი დაიკავა. თავდაპირველად მატჩი კომაროველთა მცირე უპირატესობით წარიმართა, რომლებიც საწყის ათწუთეულში 15:12 დაწინაურდნენ. კომაროველებმა მეორე მეოთხედში კიდევ უფრო იაქტიურეს და ტაიმის ბოლოს 42:35 გავიდნენ წინ.
მესამეპერიოდში ,,შიდაქართლელები” 5 ქულით ჩამორჩნენ მეტოქეს, თუმცა გადამწყვეტ მეოთხედში შეძლეს თამაშზე კონცენტრაციის მოხდენა და საბოლოო მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულეს.
,,გორის” შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ერთბაშად ორი მოთამაშე გამოირჩა-. ნიკა დარაბიძემ 24 ქულა და 22 მოხსნა მიითვალა, ხოლო გიორგი ტიელიძის ანგარიშზე 12 ქულა და 29 მოხსნაა.
,,კომაროვის” მხრიდან ორმაგი დუბლით ჯაბა ბარათლი გამოირჩა, რომელმაც 36 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლოო მის თანაგუნდელს ლევან გაფრინდაშვილს ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა – 12 ქულა 9 მოხსნა.