14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველი მატჩი ფინალისთვის შეუფერებელი ანგარიშით დასრულდა.
1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდმა „ჰიუნდაიმ“ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში „გორი“ გაანადგურა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა შიდაქართლურ გუნდს 31 ქულის სხვაობით – 95:64 სძლია.
ჰიუნდაელებმა პირველივე მეოთხედში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, რომელიც 20 ქულის სხვაობით – 28:8 მოიგეს. გორელები წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ ექსპერიმენტალური სკოლის მეფარეებს – ზაქრო ჯანელიძეს, გოგა ბითაძეს და აკაკი ფიფიას.
ჰიუნდაელებმა პირველი ტაიმი 23 ქულით მოიგეს და დარჩენილ დროში გამარჯვებამდე მისვლა აღარ გასჭირვებიათ. თბილისელებს 30 ქულით და 9 მოხნსით ფიფიამ ულიდერა, ხოლო ჯანელიძემ 26 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა. ორმაგი დუბლი კიდევ 2-მა კალათბურთელმა მიითვალა: გოგა ბითაძემ (13 ქულა, 12 მოხსნა) და ალექსანდრე კაკუბერმა (120 ქულა, 13 მოხსნა). გორელთა რიგებში 26 ქულით საუკეთესო რატი მდივანი გახლდათ, ხოლო გიორგი პაპიაშვილმა და გიორგი ჯირკველიშვილმა 12-12 ქულა-მოხსნა მოაგროვეს.
სერია 2 გამარჯვებამდეა და მომდევნო მატჩი 31 მაისს, გორში გაიმართება.
1-ელი ექსპერიმენტალური – გორი 95:64