მეოთხედფინალის ოთხივე წყვილი ცნობილია

მეოთხედფინალის ოთხივე წყვილი ცნობილია

14-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 მატჩია დარჩენილი, თუმცა ყველაფერი გარკვეულია. შაბათ-კვირას გამართული 8 მატჩის შემდეგ საბოლოოდ დადგინდა ის გუნდები, რომლებიც პლეი ოფში გავლენ და რომელი რომელს შეხვდება.

„ა“ ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა „გორმა“, რომელმაც რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 2 შეხვედრა სუსტად ჩაატარა. ჯერ იყო და შინ კონკურენტ „კარდინალებთან“ დამარცხდნენ, გუშინ კი გორელებმა მე-4 ადგილზე გასულ „აკადემიასთან“ დამატებით დროში – 2 ქულით იმარჯვეს. გორელებმა პირველი ადგილი „კარდინალებთან“ ურთიერთშეხვედრების გამო შეინარჩუნეს – თბილისში 8 ქულით მოუგეს, გორში კი „კარდინალებმა“ 7 ქულით იმარჯვეს.

მესამე ადგილი 14 მატჩიდან 10-ის მომგებ „რუსთავს“ ერგო, რომლის „დინამოსთან“ გუშინ გამართული მატჩი ტურნირის ყველაზე დაძაბული გამოდგა. ქვემოქართლელებმა ორ ოვერტაიმიან ბრძოლაში 83:82 დაამარცხეს თბილისელები.

„ბ“ ჯგუფში პლეი ოფში გასული გუნდები ასე განლაგდნენ: პირველი ადგილი I ექსპერიმენტალური სკოლის გუნდმა „ჰიუნდაიმ“ მოიპოვა, რომელიც რეგულარული ჩემპიონატის ერთადერთი წაუგებელი კლუბია. მეორეზე სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი გავიდა, მესამეზე – „ფოთი“ და მეოთხეზე – „ქუთაისი“. ქუთაისელებმა ბოლო ტურში არალიცენზირებული  კალათბურთელი ათამაშეს და ამის გამო „აკადემია 2“-თან მოგებულ მატჩში 0:20 – ტექნიკური წაგება ჩაეთვალათ.

პლეი ოფში გუნდები ეგრედ წოდებული ჯვარედინი სისტემით დაწყვილდნენ: „ა“ ჯგუფში პირველზე გასული „ბ“ ჯგუფის მეოთხეზე გასულს შეხვდა, მეორე – მესამეს და ასე შემდეგ… შესაბამისად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

გორი – ქუთაისი

თსსუ – რუსთავი

კარდინალები – ფოთი

I ექსპერიმენტალური – აკადემია

ამ წყვილებიდან ნახევარფინალში  გუნდები 1 გამარჯვების შედეგად გავლენ. მატჩები წყვილში პირველად მითითებული გუნდების მოედანზე გაიმართება. ნახევარფინალური და ფინალური სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება.

პლეი ოფში ვერგასული გუნდებისთვის გათამაშდება VIII-XVI ადგილები. ერთმანეთს ჯგუფებში პარალელურ ადგილებიზე გასული გუნდები შეხვდებიან.

13 აპრილი, საკალათბრთო აკადემია

თსსუ – მართვე                47:41 (17:11, 12:7, 12:10, 6:13)

თსსუ:  ლადო ალავიძე – 18 ქულა, 15 მოხსნა

მართვე: ნიკა გოგოხია – 15 ქულა, 16 მოხსნა

 

ბასტიონი – აკადემია 2    40:93 (9:28, 6:25, 9:21, 16:19)

ბასტიონი: რატი დოღონაძე – 14 ქულა, რატი ბარძიმაშვილი – 14 ქულა

აკადემია: გიორგი კკვაჭანტირაძე – 28 ქულა, დუდა შარაძე – 13 ქულა, 15 მოხსნა, გიორგი კუპატაძე – 10 ქულა, 11 მოხსნა

 

 

14 აპრილი, 53-ე სკოლა

I ექსპერიმენტალური – ფოთი   88:61 (19:13, 21:10, 28:16, 20:22)

I ექს: აკაკი ფიფია – 26 ქულა, 12 მოხსნა, ზაურ ჯანელიძე – 18 ქულა, 12 მოხსნა, ივანე მეგენეიშვილი – 14 ქულა, ალექსანდრე კაკუბერი – 12

ფოთი: საბა ხურცილავა – 36 ქულა, შმაგი ქორჩილავა – 13

 

მართვე – ხაშური             120:26 (23:5, 27:8, 33:8, 37:5)

მართვე: სანდრო დოლაბერიძე – 20, დაჩი დვალიძე – 20, ნიკა გოგოხია – 16 ქულა, 15 მოხსნა, ბექა ჭაჭუა – 14 ქულა, 8 პასი

ხაშური: შალვა კაპანაძე – 6, მიქაელ ზღუდაძე – 6

აკადემია 2 – ქუთაისი     20:0 (ტექნიკური წაგება)

 

ბასტიონი – თსსუ            29:92 (11:24, 9:24, 5:31, 13:4)

ბასტიონი: ნიკა ბიძინაშვილი – 12

თსსუ: ლადო ალავაძე – 24, გივი კეკელიძე – 17 ქულა, 12 მოხსნა, ნიკა კეკელიძე – 15 ქულა, 13 მოხსნა

 

ვესტა – ჰიუნდაი 2          74:50 (25:15, 15:11, 19:9, 15:15)

ვესტა: კოტე ლაშხი – 29 ქულა, 24 მოხსნა, ნიკა ბუტიკაშვილი – 17 ქულა, 21 მოხსნა, ლაშა პასიკაშვილი – 12 ქულა, 14 მოხსნა

ჰიუნდაი 2: გიორგი ქილიფთარი – 14, მაღლაკელიძე – 11.

 

14 აპრილი, საკალათბურთო აკადემია

დინამო – რუსთავი                   82:83  (11:15, 16:16, 24:16, 13:17, 11:11, 7:8)

დინამო: დავით სულხანიშვ ილი – 21 ქულა, 27 მოხსნა, ლაშა მალანია – 20 ქულა, 14 მოხსნა,

რუსთავი: საბა აბაიშვილი – 37 ქულა, 15 მოხსნა, ლუკა ცერცვაძე 20

 

აკადემია 1 – გორი          75:77 (16:19, 16:23, 19:16, 17:10, 7:9)

აკადემია: სანდრო მამუკელაშვილი 22 ქულა, 19 მოხსნა, ნიკა მეცხვარიშვილი – 22 ქულა, 11 მოხსნა,

გორი: რატი მდივანი – 36 ქულა, გიორგი პაპიაშვილი – 17 ქულა, 27 მოხსნა, ვახტანგ მჭედლიძე – 8 ქულა, 22 მოხსნა