14-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის ორი მატჩი შედგა ქუთაისსა და თბილისში. ,,ქუთაისმა“ საკუთარ მოედანზე კნaუფ-აკადემია მიიღო, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გაააწყო და 54:75 მარცხი განიცადა.
აკადემიელებმა მატჩი თვაიდანვე ჩინებულად დაიწყეს და საწყის ათწუთეულში 13:9 დაწინაურდნენ, ხოლო დიდ შესვენებაზე სოლიდური უპირატესობით 37:19 გავიდნენ. ქუთაისელებმა ვერც მესამე მეოთხედში შეძლეს მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა. აკადემიელებმა შეხვედრის მეორე ნახევარში პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარეს, მასპინძლებს შანსიც არ დაუტოვეს და მორიგი გამარჯვება გაიფორმეს. ქუთაისის გუნდს 18 ქულა ნიკა ბერეკაშვილმა შეძინა, ხოლო აკადემიას 28 ქულით ნიკა ლენიძემ ულიდერა. ორმაგ დუბლმდე ერთადერთი ქულა დააკლდა ლეონიძის თანაგუნდელ საბა აკობიას, რომლის ანგარიშზეც 9 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემაა. ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში კი ,,მარნეულისა“ და ,,ბასტიონის“ დაპირისპირება გაიმართა, სადაც ბასტიონის გუდმა დიდი სხვაობით, 68:46 დაამარცხა მეტოქე. ,,ბასტიონმა“ თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა მეტოქეს და მატჩში სრულიდა დამსახურებულად გაიმარჯვა. ,,მარნეულის“ შემადგელობაში 15 ქულით თავი ბიძინა შამფრიანმა გამოიჩინა, ხოლო 12 ქულითა და 21 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი ბარბაქაძემ შეასრულა. ,,ბასტიონის“ მხრიდან ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა, ნიკა ჭიჭვეიშვილმა და ნიკა ცქვიტინიძემ მიითვალა. ჭიჭვეიშვილმა 23 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა, ხოლო ცქვიტინიძემ – 12 ქულა და 10 მოხსნა.