,,აკადემიის” 14-წლამდელთა გუნდმა ზედიზედ მეორე მოგება ,,ჰიუნდაისთან” მიითვალა. ,,ჰიუნდაი” მეტოქესთან ანგარიშით 45:70 დამარცხდა.
გამარჯვებულთა შორის საუკეთესო გახლდათ ვილი ისიანი, რომელმაც 27 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. 25 ქულა კი გიორგი ცირეკიძეს ანგარიშზეა. ჰიუნდაელებს ქულა გუგა ლოლუამ შესძინა.
,,ორბისა” და ,,რუსთავის” შეხვედრა ,,ორბის” გამარჯვებით დასრულდა – 73:49. მოგებულთაგან ორმაგი დუბლი ვასო მჭედლიშვილმა(22ქ.15მ) და ლევან გოგალაძემ(16ქ,11მ) მიითვალეს,
21 ქულა მოაგროვა თენგო სხირტლაძემ, ხოლო რუსთაველებს 24 ქულა გიგი გოგობერიშვილმა შესძინა.
აკადემიელებმა ზედიზედ მეორე მატჩი სტუმრად ქუთაისში გამართეს, თუმცა მასპინძლებთან შეხვედრა ანგარიშით 77:72 დათმეს. ქუთაისელთაგან 22-22 ქულა გიორგი ვადაჭკორიამ და ვიტალი ცქიფურიშვილმა მიითვალეს, ამ უკანასკნელმა კი 11 მოხსნაც მოაგროვა და ორმაგი დუბლი შეასრულა. ,,აკადემიის” რიგებში საუკეთესო გახლდათ ვილი ისიანი, რომლის ანგარიშზეც ორმაგი დუბლია – 25 ქულა და 14 მოხსნა.