„ა“ ჯგუფის გამარჯვებული „რუსთავი“ „ბ“ ჯგუფის მეოთხეადგილოსან აჭარის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეგრეთ წოდებული ჯვარედინი სისტემით კიდევ ეს წყვილები მივიღეთ: დინამო – ჰიუნდაი, ქუთაისი – აკადემია და გორი – არმია. დებულების თანახმად, მეოთხედფინალში სერია 1 მოგებამდეა. შესაბამისად, იმ გუნდებს, რომლებსაც წყვილში მოედნის უპირატესობა ჰქონდათ, იოლად იმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ. დინამოელებმა ჰიუნდაი 97:46 დაამარცხეს, რუსთავმა აჭარელებს 61:46 მოუგო, ქუთაისმა აკადემია 90:59 დაამწუხრა, ხოლო ყველაზე დაძაბული მატჩი გორში შედგა, სადაც არმიამ ბოლომდე იბრძოლა, თუმცა 73:78 დამარცხდა.
ნახევარფინალიდან სერიაში გამარჯვება 2 მოგებამდე იყო, თუმცა ვითარება არც აღნიშნულ სერიებში დაძაბულა. დინამოელებმა ორივე მატჩი (69:55, 84:67) მოუგეს ქუთაისელებს, ხოლო რუსთავმაც ორივე შეხვედრაში აჯობა გორს და ფინალისტებიც გაირკვნენ. საჩემპიონო სერიაში დინამომ რუსთავს დაუპირისპირდება, ხოლო მესამე ადგილისთვის ქუთაისი გორს უმასპინძლებს.