ქართველი მოთამაშეები და მწვრთნელი ჯუნიორ NBA-ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ კემპში

ქართველი მოთამაშეები და მწვრთნელი ჯუნიორ NBA-ის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ კემპში

ამერიკის ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) დღეს დააანონსა ჯუნიორ-NBA-ის ევროპის კემპის შესახებ, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მომავალი ჯუნიორ-NBA მსოფლიო ჩემპიონატისთვის მონაწილეებს შეარჩვს. ჯუნიორ-NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონატი დაგეგმილია მიმდინარე წლის 7-12 აგვისტოს ამერიკის შტატ ფლორიდის ქალაქ ორლანდოს ESPN-ის სპორტულ კომპლექსში.

ჯუნიორ-NBA მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კემპი მიმდინარე წლის 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით სლოვენიის ქალაქ როგლაში გაიმართება და გამოავლენს იმ გოგონებსა და ვაჟებს, რომლებიც ჯუნიორ NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპის გუნდს წარმოადგენენ.  კემპში მონაწილეობა შეეძლებათ იმ მოზარდებს, რომელთა ასაკიც 2018 წლის 31 დეკემბრისთვის იქნება 13 ან 14 წელი.

ჯუნიორ-NBA-ის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის კემპი შეარჩევს მონაწილეებს ევროპის 17 ქვეყნიდან, სადაც ჯუნიორ-NBA-ს ლიგა ამჟამად ახორციელებს საქმიანობას. ჯუნიორ-NBA ლიგის ყველა პარტნიორს შესაძლებლობა აქვს დაასახელოს მინიმუმ ერთი ბიჭი და ერთი გოგო, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სლოვენიის კემპში, რომელსაც გაუძღვებიან NBA-ს საკალათბურთო ოპერაციების პერსონალი და ჯუნიორ-NBA ლიგის მწვრთნელები. საკალათბურთო კემპი ფოკუსირებული იქნება ტექნიკური და ტაქტიკური უნარ-ჩვევების განვითარებაზე, დამატებით 3X3 და 5X5 შეჯიბრებებისათვის. მწვრთნელთა კომიტეტისა და NBA-ს პერსონალის მიერ შეირჩევა 10 საუკეთესო ბიჭი და 10 საუკეთესო გოგონა.

ჯუნიორ-NBA-ის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც წარმოადგენს ამ ტიპის პირველ გლობალურ ახალგაზრდულ საკალათბურთო ტურნირს, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შერჩეული 14 წლამდელთა გუნდები. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება პარალელურად – ცალკე გოგონათა და ცალკე ვაჟთა შორის. თითოეულ ტურნირში 16 რეგიონალური გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან 8 აშშ-ს, ხოლო 8 დანარჩენ მსოფლიოს (აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, აზია პასიფიკი, კანადა, ჩინეთი, ევროპა, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ ამერიკა) წარმოადგენს.  ამერიკის 8 გუნდი და მსოფლიოს 8 გუნდი ცალ-ცალკე, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ და გამოავლენენ თითო საუკეთესოს, რომელთაგან 12 აგვისტოს, ფინალურ მატჩში ჯუნიორ-NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონი გაირკვევა.

სლოვენიაში დაგეგმილ ჯუნიორ NBA-ს შესარჩევ კემპში საქართველოდან მონაწილეობას მიიღებს 2 პერსპექტიული მოთამაშე – ლუკა ალავიძე და გეგა წულაია, ასევე 14-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი – ჯაბა ბაქრაძე.

ყველა მწვრთნელს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჯუნიორ-NBA მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის კემპში, უნდა ჰქონდეს FIBA-ს პირველი დონის ან თავისი ქვეყნის სამწვრთნელო სერთიფიკატი. თამაშები უნდა წარიმართოს FIBA-ს წესებზე ადაპტირებით, 8-წუთიანი მეოთხედებით, ასაკისა და განვითარების ეტაპის მიხედვით.

ჯუნიორ-NBA მსოფლიო ჩემპიონატის ელჩები იქნებიან მაიამი ჰიტის წევრი და NBA-ს  „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის სამგზის მონაწილე – დუეინ ვეიდი და „ლოს ანჯელეს სპარკსის“ ფორვარდი და ქალთა NBA-ს ჩემპიონი – კენდის პარკერი.  ჯუნიორ- NBA-ის ფარგლებში ახალგაზრდები არა მხოლოდ მოედანზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ შეიძენენ სხვა უნარ-ჩვევებსა და ცოდნას და მონაწილეობას მიიღებენ “NBA cares”-ის საზოგადოებრივ პროექტებში.

NBA-ს ახალგაზრდული კემპისა და შემდგომ, მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისათვის საჭირო მგზავრობის ხარჯებს დაფარავს NBA. მონაწილეების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ადგილობრივ ფედერაციებს/პარტნიორებს. ჩემპიონატის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ jrnba.com/worldchampionship.

 

NBA To Host Jr. NBA World Championship Europe Camp in Slovenia

The National Basketball Association (NBA) today announced the Jr. NBA World Championship Europe Camp, a week-long selection camp for the upcoming Jr. NBA World Championship on Aug. 7-12, 2018 at ESPN Wide World of Sports Complex near Orlando, Fla. 

The Jr. NBA World Championship Europe Camp, to be hosted in Rogla, Slovenia April 30 – May 4, will determine the boys and girls teams ages 14 and under that will represent Europe at the Jr. NBA World Championship.  Players must be 13 or 14 years old as of December 31, 2018.

The Jr. NBA World Championship Europe Camp will feature participants from 17 of the European countries where a Jr. NBA League currently operates. All Jr. NBA League operating partners had the option to nominate at least one boy and one girl from each league to participate in the camp, which will be conducted by NBA Basketball Operations staff and Jr. NBA League coaches. The camp will focus on developing technical and tactical skills in addition to three-on-three and five-on-five competition. The top 10 boys and top 10 girls will then be selected by a committee of coaches and NBA staff.

The Jr. NBA World Championship, a first-of-its kind global youth basketball tournament for the top teams ages 14 and under from over 70 countries around the world, will have boys and girls divisions, each comprised of 16 regional teams. Two brackets separated into eight U.S. and eight international teams (Africa & Middle East, Asia Pacific, Canada, China, Europe, India, Mexico and South America) will compete in a round-robin competition followed by single-elimination tournaments.  Winners of the U.S. and international brackets will play in the championship game on Aug. 12 to decide who will be crowned Jr. NBA World Champion.

All coaches participating in the Jr. NBA World Championship Europe Camp will be required to hold either a FIBA Level 1 or home nation coaching qualification. Games will follow FIBA rules adjusted to eight minute quarters due to the age and stage of development.

Miami Heat guard and three-time NBA Champion Dwyane Wade and Los Angeles Sparks forward and WNBA Champion Candace Parker will serve as lead global ambassadors for the Jr. NBA World Championship.  Youth at the Jr. NBA World Championship in Orlando will not only compete on the court, but will also receive off-court life skills education and participate in NBA Cares community service projects.

Travel expenses for teams in the Jr. NBA World Championship Europe Camp and the Jr. NBA World Championship will be covered by the NBA. Please contact local basketball federations/operating partners for more information regarding their participants. More information about the Jr. NBA World Championship can be found at jrnba.com/worldchampionship. 

 

 

.