ქუთაისმა ბათუმი დაამარცხა და ფინალური საგზური მოიპოვა

ქუთაისმა ბათუმი დაამარცხა და ფინალური საგზური მოიპოვა

14-წლამდელთა პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. ბათუმში ადგილობრივმა ,,ბათუმმა” ,,ქუთაისს” უმასპინძლა და 62:70 განიცადა. ქუთაისელებმა ,,ზღვისპირელებს” სერიაში 2:1 სძლიეს და ფინალური საგზური მოიპოვეს.  ,,იმერლებმა” მატჩი თავიდანვე დამაჯერებლად დაიწყეს და საწყის ათწუთეულში 14:8 დაწინაურდნენ, ხოლო დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით 32:25 გავიდნენ. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ ბათუმელებიც გააქტიურდნენ და სხვაობა 5-ქულამდე შეამცირეს (43:48), თუმცა დასკვნით მეოთხედში მეტოქეს სათანადო წინაარმდეგობა ვეღარ გაუწიეს და მარცხი განიცადეს.

ქუთაისელებს 34 ქულით იოანე გუბაევმა ულიდერა, ხოლო 14 ქულითა და 29 მოხსნით ორმაგი დუბლი ლადო ფურცხვანიძემ გაიფორმა. ,,ბათუმის” შემადგენლობაში გამოირჩა დავით აფხაზავა, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულა შესძინა.