14-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური მატჩები რუსთავსა და ქუთაისში გაიმართა. რუსთავში ადგილობრივმა ,,რუსთავმა“ შინ ,,მარნეული“ მიიღო და მეტოქე 124:28 გაანადგურა.
მასპინძლებმა ყველა კომპონენტსი დაჯაბნეს მოწინააღმდეგ და შეხვედრა იოლი გამარჯვებით დაასრულეს. მარნეულის ,,ინტერს“ 13 ქულა ბიძინა შამფრიანმა შესძინა, ხოლო ,,რუსთავის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი 23 ქულა გიორგი ბეჟანიშვილმა დააგროვა, რომელსაც ერთი ქულით გიორგი გრიგორაშვილი ჩამორჩა (22ქ.). ორმაგი დუბლი შეასრულა გუგა პატაშურმა, რომელის ანგარიშზეც 21 ქულა და 18 მოხსნაა.
იოლად იმარჯვეს ქუთაისელებმაც, რომლებმაც საკუთარ მოედანზე დინამო მიიღეს და მეტოქეს 93:58 სძლიეს. ,,იმერლებმა“ თავიდანვე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც მატჩის ბოლომდე შეიანარჩუნეს და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. მოგებულებს 29 ქულით იოანე გუბაევმა ულოდერა, ხოლო11 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი ლადო ფურცხვანიძემ გაიფორმა. დინამოს მხრიდან 20 ქულით თავი ნიკა ჭანტურიამ გამოიჩინა, ხოლო ორმაგ დუბლამდე ერთადერთი ქულა დავით დარბაიძეს დააკლდა (9ქ.15მ).