რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

14-წლამდელთ რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა, რომელმაც ის გუნდები გამოავლინა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა პლეი ოფიდან რომ გააგრძელეს. გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეული ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი გადიოდა. შესაბამისად, პლეი ოფის პირველი წრე მეოთხედფინალი გახლდათ, სადაც გუნდები შემდეგნაირად დაწვილდნენ.

რეგულარული ჩემპიონატი წაუგებლად განვლო „დინამო თბილისმა“, რომელმაც ჯგუფში ყველა ოპონენტი ორ-ორჯერ დაამარცხა და პლეი ოფში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ექნება. დინამოელთა კვალზე „ბ“ ჯგუფში“ მეორე ადგილზე გავიდა გორის გუნდი, ხოლო პლეი ოფში გამსვლელი კიდევ ორი საგზურიი მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულმა „აკადემიამ“ და აჭარის ნაკრებმა მოიპოვეს.

„ა“ჯგუფში პირველი ადგილი „რუსთავს“ ერგო, რომელმაც ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობა „ქუთაისს“. მესამე ადგილი „არმიამ“ მოიპოვა, ხოლო ამ ჯგუფიდან ბოლო საპლეიოფო საგზური „ჰიუნდაიმ“ დაიმსახურა.

პლეი ოფის პირველ წრეში საპლეიოფო სერიის ნაცვლად 1 მატჩი გაიმართება და მოედნის უპირატესობა ცხრილში უკეთესი შედეგის მქონე გუნდებს ექნებათ. ნახევარფინალები და ფინალები კი 2 მოგებამდე გაგრძელდება.