საკალათბურთო თამაშების, 3x3Fall2022-ის მორიგი ეტაპი 18 წლამდე კალათბურთელებს შორის გაიმართა

საკალათბურთო თამაშების, 3x3Fall2022-ის მორიგი ეტაპი 18 წლამდე კალათბურთელებს შორის გაიმართა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შემოდგომის საკალათბურთო თამაშების, 3x3Fall2022-ის მორიგი ეტაპი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 18 წლამდე კალათბურთელთა 12-მა გუნდმა მიიღო.

4 ჯუფში გადანაწილებული გუნდებიდან პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს „ანონიმუსი და ძინამო“ (18:20), ხოლო მეორე შეხვედრაში „ვინგსი“ და „ბოლერსი“(19:18) დაუპირისპირდნენ. საფინალო შეხვედრა „ძინამოსა“ და „ვინგს“ შორის გაიმართა.

ფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და იგი ძინამოელთა გამარჯვებით, მინიმალური სხვაობით 21:20 დასრულდა. გამარჯვებულების ღირსებას ალექსანდრე მაისურაძე, ლუკა კუჭუხიძე და ნიკოლოზ თოთლაძე იცავდნენ.

გამარჯვებულ ძინამოს-ს ტურნირის საპრიზო ფონდიდან 500 ლარი შეხვდა, ხოლო ვინგს 200-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა. პრიზიორები კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა.