საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ევროიპის ახალგაზრდული ლიგის სეზონი გამარჯვებით დაასრულა. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ევროპის ლიგის დასკვნითი, მესამე წრის ბოლო მატჩში თბილისის “ჰიუნდაი” 52:34 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები და “ჰიუნდაი” ევროპის ლიგაში ერთად ასპარეზობდნენ, თუმცა ისე მოხდა,რ ომ ერთმანეთს რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში შეხვდნენ.
ჰიუნდაელებმა პირველი პერიოდი 13:10 მოიგეს, თუმცა მეორე 7:15 დათმეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებს 14 ქულით და 10 მოხსნით გუგა ნაცვლიშვილმა ულიდერა. 10 ქულა და 12 მოხსნა კოკა კაკულიამ მიითვალა. “ჰიუნდაიში” 9 ქულით საუკეთესო იყო ნიკოლოზ თოთლაძე, ხოლო ნოდარ კეკელიძემ 8 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
შედეგად, ორივე გუნდმა ევროპის ლიგის მიმდინარე სეზონი დაასრულა. საქართველოს ნაკრებმა 15 მატჩიდან 8 მოიგო და რეგულარული ჩემპიონატის 16-გუნდიან ცხრილში მე-8 ადგილი დაიკავა. “ჰიუნდაიმ” კი 15-დან 4 მატჩი მოიგო და სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა.
საქართველოს ნაკრების წევრი, საბა გურეშიძე ორგანიზატორებმა მესამე წრის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს.
ჰიუნდაი – საქართველო
სტატისტიკა: 34:52