ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა კლუმა “საქართველო 2005”-მა ევროპის ლიგის მორიგი მატჩები მოიგო, რითაც ტურნირის ოთხეული გაინაღდა და სუპერ(ოთხთა)ფინალში გავიდა. ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში მიმდინარე ტურნირზე ქართველი 14-წლამდელები რუსულ კლუბ “რუნას” დაუპირისპირდნენ და 20 ქულის სხვაობით – 69:49 დაამარცხეს, რის შემდეგაც ლატვიური “სპარსი” 86:50 გაანადგურეს.
“რუნასთან” მოგებულ მატჩში ჩვენს გუნდში ოთხმაგ დუბლს მიუახლოვდა ლუკა ალავიძე, რომელსაც ამ გამორჩეული შედეგის მიღწევამდე სამ კომპონენტში თითო ერთეული დააკლდა. ალავიძემ 14 ულა, 9 მოხსნა, 9 პასი და 9 ჩაჭრა მოაგროვა. ლუკა მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველთაგან ასევე გამოირჩა სანდრო ფირცხალავა, რომელმაც 15 ქულას უწია.
“სპარსთან” მატჩში საუკეთესო იყო ნიკა ბოსტოღანაშვილი, რომელმაც 15 ქულა მიითვალა. ალავიძემ 11 ქულა მოაგროვა, ხოლო დავით ბეგალაშვილმა – 10.
რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ტურით ადრე “საქართველო 2005” 11 მოგებითა და 3 წაგებით მეორე ადგილზე იმყოფება. ქართველებს გარანტირებული აქვთ ოთხთა ფინალში გასვლა. მაისურაძის გუნდი ხვალ მე-3 წრის, შესაამისად, რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით მატჩს ლატვიურ “ვალმიერასთან” გამართავს.
სუპერფინალში ევროპის U14 ლიგის პირველი დივიზიონის საუკეთესო 4 გუნდი გავიდა: ცსკა (1 წაგება), ჟალგირისი (2 წაგება), “საქართველო 2004” (3 წაგება) და ვალმიერა (4 წაგება). სუპერფინალს ლატვიის ქალაქი ვალმიერა 16-18 მაისს უმასპინძლებს.