ევროპის 2006-წლიანთა ლიგის მე-2 წრეს ლატვიის დედაქალაქი რიგა მასპინძლობს. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სპეციალური პროგრამის მიხედვით, ამ წელს დაბადებულთა ქართული კლუბებიდან დგება პერსპექტიულ მოთამაშეთა გუნდი, რომლებსაც შანსი ეძლევათ ევროპის ლიგაში ასპარეზობით საერთაშორისო გამოცდილება მიიღონ და ამით საკუთარი განვითარება დააჩქარონ.
დღეს დაწყებული ევროპის ლიგის მეორე წრის ფარგლებში “საქართველო 2006” 5 მატჩს გამართავს. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი წრე ესტონეთის დედაქალაქ ტალინში 24-27 ოქტომბერს გამართა, სადაც 5-დან 3 მატჩი მოიგო. მეორე წრე კი ქართველებმა 2 გამარჯვებით დაიწყეს.
თავდაპირველად ჩვენი გუნდი გერმანულ “ნინერს-ქემნიცს” შეხვდა და 76:47 (სტატისტიკა) დაამარცხა. 11 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო გახდა ანდრია ფილაური. ორმაგი ქუბლი მოაგროვა გოგიტა ბუკაიმაც (12 ქულა, 10 მოხსნა), ნიკოლოზ აბულაძის ანგარიშზე კი 16 ქულა და 6 პასი დაგროვდა. “საქართველო 2006”-ის მომდევნო მეტოქე ლიეტვური “ბკ ვილნიუსი” გახლდათ, რომელსაც ჩერქეზიშვილის გუნდმა 75:49 (სტატისტიკა) სძლია. ქართველებს 24 ქულითა და 17 მოხსნით გოგიტა ბუკიამ ულიდერა, 17 ქულა ნიკოლოზ აბულაძის ანგარიშზე დაგროვდა.
“საქართველო 2006” 25 იანვარს 2 მატჩს გამართავს: პოლონურ “კომაროვთან” (11:00) და გერმანულ “ჰაგენთან” (15:20). მე-2 წრის გასკვნით მატჩს ჩერქეზიშვილის გუნდი 26 იანვარს, ლატვიურ “იუგლასთან” ჩაატარებს.
საქართველო 2006-ის შემადგენლობა:
ივიკო ნემსაძე, ლუკა ახვლედიანი, გურამ ცხადაძე, ალექსანდრე დაუშვილი, ნიკოლოზ აბულაძე, ლუკა ისაკაძე, ლუკა მუჯირიშვილი, გოგა გოცაძე, გოგიტა ბუკია, მიხეილ ვაჩნაძე, ბაჩანა შველიძე, ანდრია ფილაური.