დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 14-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური სერიის მესამე მატჩი გაიმართა. “ზაზამ” სერიაში 2:0 ჩამორჩენის შემდეგ, დღეს 70:65 დაამარცხა “ჰიუნდაი 2”.
თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველი ნახევარი ჰიუნდაელთა უპირატესობით დასრულდა ანგარიშით 39:31, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ “ზაზას” მოთამაშეებმა თამაში გამოასწორეს და მეორე ნახევრის 39-26 მოგების შემდეგ, საბოლოოდ 70:65 გაიმარჯვეს. ჰიუნდაელები თამაშის შემობრუნებას ცდილობდნენ და ბოლომდე ინარჩუნებდნენ შანსს, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს.
სერიაში ანგარიში 2:1 გახდა, წინ კი დაძაბული, მე-4 თამაშია, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ჰიუნდაელები მოგების შემთხვევაში ჩემპიონები გახდებიან, ხოლო “ზაზას” მოგება სერიას გაათანაბრებს. მეოთხე შეხვედრა ხვალ, 12:15 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.