საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატში 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა

საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატში 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა

დღეს საქართველსო 14-წლამდელთა ჩემპიონატში 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა. ესენი არიან ჰიუნდაი 2, რუსთავი და ქუთაისი. სამივე მათგანმა მეოთხედფინალური სერიები მშრალად – 3:0 მოიგო.

რუსთავმა შანსი არ დაუტოვა აჭარის ნაკრებს და 3 შეხვედრა ზედიზედ, მთლიანობაში 86 ქულის სხვაობით მოუგო. საკმაოდ იოლად იმარჯვეს ქუთაისელებმა, რომლებმაც “თბილისი ბასკეტ იბერის” სამივე შეხვედრაში აჯობეს. “ჰიუნდაი 2′-მა მეოთხედფინალის საპლეიოფო დაპირისპირებაში “აკადემია” დაამარცხა.

მე-4 წყვილში ერთმანეთს ზაზა ფაჩულიას აკადემიის პირველი და მეორე გუნდები ხვდებიან. სერიაში ანგარიში 1:0-ია “ზაზა 1”-ის სასარგებლოდ. ამ წყვილში სერიის მატჩები 13 და 14 ივნისს გაიმართება.

ანგარიშების სანახავად გადადით შედეგების განყოფილებაში: http://gbf.ge/league/u14/schedule#mbt:275-303$t&0=1