საქართველოს U14 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

საქართველოს U14 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

დღეს ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. ესენი არიან: იბერი, ჰიუნდაი 2, აკადემია და ზაზა. ამ გუნდებმა დღეს მეოთხედფინალური მატჩები მოიგეს და ტურნირის საუკეთესო 4 გუნდს შორის მოხვდნენ. 

“იბერმა” “იბერი 2”-ს დაძაბულ ბრძოლაში სძლია. თავიდან ბოლომდე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და საბოლოოდ “იბერმა” საკუთარი სკოლის მეორე გუნდს 2 ქულის სხვაობით მოუგო. დანარჩენ მეოთხედფინალებში ბრძოლა არ შედგა. “ჰიუნდაი 2”-მა საკმაოდ იოლად – 83:55 დაამარცხა “”ვინგსი 2”, “აკადემიამ” 77:45 სძლია “ჰიუნდაი 1”-ს, ხოლო ზაზას აკადემიის დერბი მეორე და პირველი გუნდის მონაწილეობით ამ უკანასკნელის გამარჯვებით – 64:40 დასრულდა.

ნახევარფინალები ხვალ, 27 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.