ზაზას აკადემიის გუნდი თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელია

ზაზას აკადემიის გუნდი თბილისის 14-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელია

თბილისის ჩემპიონატის 2020-2021 წლების სეზონის ბრინჯაოს მედლების მფლობელია ზაზა ფაჩულიას აკადემია. გიორგი ჩაჩხიანისა და ზორან პენოს გაწვრთნილმა გუნდმა მე-3 ადგილისთვის მატჩში “ვინგსი 1”-ს სძლია. აკადემიელებმა შეხვედრა დამაჯერებლად – 80:37 მოიგეს და დამსახურებულად გახდნენ დედაქალაქის ბრინჯაოს მედლების მფლობელები.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ჩემპიონატს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ატარებს. ტურნირი ამავდროულად წარმოადგენს საქართველოს ამ ასაკის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს. შესაბამისად, თბილისის ჩემპიონატის 8 საუკეთესო გუნდი საქართველოს პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.

მე-3 ადგილის მფლობელი გუნდის წევრები შესაბამისი მედლებით დააჯილდოვეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ძიძიგურმა და გამგეობის წევრმა, მამუკა ლომაძემ.

თბილისის ჩემპიონი დღესვე გამოვლინდება. 13:00 საათზე დაიწყო ფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს “აკადემია” და “ჰიუნდაი-იბერი” ხვდებიან.