16-წლამდელთა B ლიგა დასრულდა. გუშინ მე-3 ადგილის მფლობელი გაირკვა, რომელიც ზაზას აკადემიის მე-3 გუნდი გახდა, ხოლო დღეს ჩემპიონობა ამავე აკადემიის მე-2 გუნდმა მოიპოვა. რაც შეეხება ზაზას აკადემიის 16-წლამდელთა პირველ გუნდს, ის A ლიგაში ასპარეზობს და ჩემპიონობისთვის იბრძვის და სწორედ ამიტომ, დებულების თანახმად, B ლიგის გამარჯვებულმა ზაზა 2-მა A ლიგაში ვერ აინაცვლა. დებულება კრძალავს 1 სკოლის 2 გუნდის უმაღლეს (A ლიგაში) ყოფნას.
ზაზა 2-მა ფინალური სერიის პირველი მატჩი გუშინ მართვესთან 3 ქულით – 89:92 (სტატისტიკა) წააგო. საპასუხო მატჩში კი ეს ჩამორჩენა ხომ ამოიღო და მთლიანობაში, 2 მატჩის ჯამში 16 ქულით იმარჯვა. ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა ზაზა 2-მა კოკა ტომარაძისა და ხათუნა გაბედავას გაწვრთნილი მართვე 88:69 (სტატისტიკა) დაამარცხა და ჩემპიონობა გაინაღდა.
ჩემპიონებს ილია სულაძემ ულიდერა, რომელმაც 35 ქულა ა 16 მოხსნა მოაგროვა. 31 ქულა მიითვალა მათე ყავლაშვილმა. მართვეში 20 ქულით საუკეთესო იყო საბა პეტრიაშვილი.
მატჩის დასრულების შემდეგ მართვეს და ზაზა 2-ის წევრები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საერთაშორისო ღონისძიებებისა და კალათბურთის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ზაბახიძემ დააჯილდოვა.