მაკფადენი საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია

მაკფადენი საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი ფიბას საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მომგებმა მისმა “ბურგოსმა” ბუენოს აირესში, ფინალურ მატჩში არგენტინული “ქუისმა” 82:73 დაამარცხა და საპატიო ტიტულის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ეს თასი გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” მოიგო.

მაკფადენმა 26:29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 5 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. თადმა 12-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მატჩის MVP მისი თანაგუნდელი ვიქტორ ბენიტე გახდა, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა დაგროვდა.