დასრულდა 16-წლამდელთა B ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც 31 გუნდი მონაწილეობდა და იბრძოდა 17 ადგილისთვის. მოგეხსენებათ, ახალი გათამაშების სისტემის მიხედვით, ყველა ასაკი B ლიგა სტანდარტულად 24-გუნდიანია. ფორმატის შესაბამისად, ამ 24 ადგილიდან 7 დაკავებული იყო და თამაშდებოდა 17 ადგილი, რომლის მფლობელებსაც სიის სახით ცალკე წარმოგიდგენთ.
აქ გაგაცნობთ იმ გუნდებს, რომლებიც B ლიგაში თამაში გარანტირებული ჰქონდათ. ესენი არიან ის გუნდები, რომლებიც წინა სეზონის პლეი ოფში გავიდნენ და მათმა ნაწილმა მაღალი ადგილებიც დაიკავა, თუმცა A ლიგაში ვერ აინაცვლა. ესენი არიან ზაზას აკადემიის მეორე და მესამე გუნდები.
ასევე დინამო 2 და თბილისი ბასკეტი 2. ამ საკალათბურთო სკოლებს A ლიგაში წარმომადგენელი ჰყავთ და გამომდინარე დებულებიდან, უმაღლესში მე-2 გუნდით ვერ გამოვიდოდნენ. რაც შეეხება “სენაკს” და “ფოთს”, მათ წინა სეზონში A ლიგაში ბოლო – მე-13 და მე-14 ადგილები დაიკავეს და ქვედა ლიგაში დაქვეითდნენ, ხოლო გუნდი “მუხბე” C ლიგიდან ამოვიდა.
რაც შეეხებათ იმ 17 გუნდს, რომლებმაც საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგად მიიღეს B ლიგის საგზურები, ესენი არიან 8 საკვალიფიკაციო ჯგუფის 1-2 ადგილებზე გასულები, რომლებსაც საუკეთესო მესამეადგილოსანი – ვიქტორ სანიკიძის აკადემია 2 დაემატა.
16-წლამდელთა ჩემპიონატის B ლიგა სტარტს იანვარში აიღებს.