შენგელიას 6 ქულა და ცსკა-ს გასვლითი გამარჯვება ბაიერნთან

შენგელიას 6 ქულა და ცსკა-ს გასვლითი გამარჯვება ბაიერნთან

ევროლიგაში მოსკოვის ცსკა-მ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თორნიკე შენგელიას გუნდი მე-10 ტურში სტუმრად ცხრილში მის წინ მყოფ მიუნხენის “ბაიერნს” შეხვდა და  89:81 დაამარცხა რუსულ კლუბს 10-დან 7 მოგება აქვს, როგორც ლიდერ ბარსელონას (8-დან 7 მოგება) და თავად ბაიერნს.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა თავი კვლავ ბევრი ვერაფრით გამოიჩინა – 19:13 წუთში საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე 6 ქულა, 3 მოხსნა და თითო პასი და ჩაჭრაა. თორნიკე 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. მან ორივე სამქულიანი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი (3) გუნდში მე-7 მაჩვენებელი იყო. მაიკ ჯეიმსმა ცსკა-ს 25 ქულა მოუტანა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. 

26 ნოემბერს შენგელიას გუნდი მოსკოვში მადრიდის რეალს უმასპინძლებს.