შერმადინის ტენერიფე ნახევარფინალში რალთან დამარცხდა

შერმადინის ტენერიფე ნახევარფინალში რალთან დამარცხდა

გიორგი შერმადინის “ტენერიფე ლენოვო” ესპანეთის სამეფო თასიდან გამოვარდა. მეოთხედფინალში “ბურგოსის” ძლევის შემდეგ ტენერიფელები მადრიდის რეალს შეხვდნენ და 79:85 წააგეს. ქართველი ცენტრი, რომელიც თითქმის ყოველ მატჩში საუკეთესოა და მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში ორჯერ თვის MVP გახდა, ამჯერად ვერაფერს გახდა. ეს გახლდათ შერმადინის ყველაზე უშედეგო მატჩი, რომელშიც ქართველმა ცენტრმა არასრული 13 წუთი ითამაშა და 1 ქულას დასჯერდა.

გიორგი ვერ უმკლავდებოდა მადრიდელ ოპონენტებს და მეტოქის ფარს თამაშიდან მხოლოდ ერთხელ, ისიც არაზუსტად შეუტია. შერმადინმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და აქტივში 2 მოხსნა და 1 დაფარებაც ჩაიწერა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 0 შეადგინა, რაც ესპანეთში მისი ასპარეზობის მანძილზე უდაბლესი შედეგია.

შერმადინის გუნდისთვის სამეფო თასი დასრულდა, ქართველი ლეგიონერი თავისუფალია და ის საქართველოს ნაკრებში მოემდგზავრება, რომელიც 15 თებერვლიდან თბილისურ “ბაბლში” გადადის სერბეთის, შვეიცარიის და ფინეთის ნაკრებებთან ერთად, ხოლო 19 და 21 თებერვალს ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო მატჩებს ჩაატარებს.