18-წლამდელებმა რეგულარული ჩემპიონატი დაასრულეს

18-წლამდელებმა რეგულარული ჩემპიონატი დაასრულეს

Playoff 

დღეს მარნეულში
18-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა გაიმართა. ადგილობრივმა გუნდმა
,,გორი’’ მიიღო და 44:41 დაამარცხა მეტოქე.

გაგაცნობთ აღნიშნული შეხვედრის გამორჩეულ მოთამაშეთა
მონაგარს.        

 

მარნეული – გორი  44:41

მარნეული: დავით სარქისიანი – 15ქულა, 7პასი; ტარიელ ჯაჯანიძე
– 14ქულა, 17მოხსნა;

გორი: ოთარ ნადირაძე – 11ქულა; სტეფანე გურგენიძე – 10ქულა,
12მოხსნა.
2 აპრილიდან სტარტს 18-წლამდელთა პლეიოფი აიღებს.
ბრძოლას ,,ა’’ და ,,ბ’’ ჯგუფის 4-4 გუნდი აგრძელებს, რომლებიც მეოთხედფინალში ჯვარედინი
სისტემით დაწყვილდნენ. რაც შეეხებათ პლეი ოფს მიღმა დარჩენილ გუნდებს, ისინი 1 მატჩს
გამართავენ და სეზონს დაასრულებენ. კერძოდ, ,,ა’’ და ,,ბ’’ ჯგუფებში პარალელურ ადგილებზე
გასული გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან, რითაც ჩემპიონატში შესაბამის ადგილებს გაინაწილებენ.