10 ნოემბერს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში სტარტი
აიღო 18-წლამდელთა ასაკობრივი ჩემპიონატის 2011-2012 წლების სეზონმა, სადაც 15 გუნდი იღებს მონაწილეობას.
გუნდები ა და ბ
ჯგუფებად დაიყო და შემდეგნაირად გადანაწილდა:
ა ჯგუფი: შსს აკადემია, თელავი, მარნეული, აკადემია 1, თსსუ, ქუთაისი, ავერსი -მართვე
ბ ჯგუფი: რუსთავი, ჰიუნდაი, სოხუმი, აკადემია 2, კარდინალი – ორბი,
ნიკეა, ბათუმი, ნაკრები.
18-წლამდელთა
ასაკობრივ ჩემპიონატში ერთადერთი დებიუტანტი
შსს აკადემიაა, რომელიც წელს პირველად ჩაერთო ასაკობრივ ჩემპიონატში.
ასევე გაცნობებთ,
რომ განახლდა 18-წლამდელთა ასაკობრივი ჩემპიონატის ვებ-გვერდი – U-18.ge, სადაც ამ
დრომდე სარეორგანიზაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ამდენად ვებ-გვერდის მომხარებელი
დღეიდან ამ ასაკობრივი ჩემპიონატის ყველა სიახლეს, სტატისტიკურ მონაცემებს, ფოტომასალასა
და სხვა დამატებით ინფორმაციას იხილავს.
რაც შეეხება მატჩებს, პირველი წრის პირველი ტურის ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად დაიწყო. ,,ჰიუნდაიმ“ აკადემია 2-ის გუნდი უშეღავათო ბრძოლაში საბოლოოდ
6 ქულის სხვაობით დაამარცხა- 64:58. გამარჯვებულებს 35 ქულით, 12 მოხსნითა და
3 შედეგიანი გადაცემით სანდრო ბოლქვაძემ ულიდერა,
რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო აკადემიელთა შემადაგენლობაში 21 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი
დუბლი ბექა წიკლაურის ანგარიშზეა.
,,კარდინალისა“
და ,,რუსთავის“ დაპირისპირება რუსთაველთა გამარჯვებით, ანგარიშით 98:82 დასრულდა. ქვემოქართლელთაგან 18 ქულითა და 9 მოხსნით ბექა ჯანჯანიძე გამოირჩა,
ხოლო ,,კარდინალის“ რიგებში 31 ქულითა და
12 მოხსნით ორმაგი დუბლი გურამ კენჭიაშვილმა მიითვალა. ,,ავერსმა“
უმასპინძლა ,,თელავს“ და საკუთარ მოედანზე მეტოქეს 10-ქულიანი სხვაობით, 71:61 სძლია.
მასპინძლებს 20 ქულით ნოდარ ღლონტმა ულიდერა,
ხოლო ორმაგი დუბლი ლუკა ოსკოპელმა შეასრულა – 16 ქულა და 14 მოხსნა. ,,თელავის“ შემადგენლობაში გამოირჩა რევაზ ხაჩიძე, რომელმაც საკუთარ გუნდს
25 ქულა შესძინა.
შსს-აკადემიამ დებიუტი მოგებით აღნიშნა და დიდი სხვაობით
დაამარცხა მარნეულის ,,ინტერი“ – 76:43. გამარჯვებულთა
რიგებში საუკეთესო შოთა გელაზონია იყო, რომელმაც 25 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი
მიითვალა. ,,მარნეულის“ მხრიდან კი არჩილ შაორშაძე გამოირჩა, რომელმაც 14 ქულით, 11 მოხსნითა
და 6 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა.
,,ნიკეას“ გუნდი
სოლიდური სხვაობით დამარცხდა ნაკრებთან – 56:75. ,,ნიკეას“ რიგებში ორმაგი დუბლის ავტორი ვოვა ბულიგინი
გახდა – 15 ქულა და 10 მოხსნა, ხოლო ნაკრების შემადგენლობაში 13 ქულით საუკეთესო სოსო
მაჭავარიანი გახდა.
18-წლამდელთა ამავე ტურის 2 მატჩი გაიმართა ქუთაისსა
და ბათუმში. ადგილობრივმა ,,ქუთაისმა“ ,,აკადემია
1“-ს უმაპინძლა და მეტოქე უშანსოდ, 90:52 დაამარცხა. ,,ქუთაისის“ შემადგენლობაში ყველაზე მეტი 19 ქულა ლევან გრძელიძემ
მიითვალა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა მიითვალა: თემურ ფხაკაძემ
14 ქულა და 11 მოხსნა, ხოლო უჩა გამრეკლიძემ 14 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. ,,აკადემიას”
18 ქულით ნიკა ამირხანაშვილმა ულიდერა, ხოლო 16 ქულითა და 12მოხსნით ბექა დარახველიძემ შეასრულა.
საინტერესო მატჩი შედგა ბათუმში. ბათუმის გუნდმა საკუთარ მოედანზე
,,სოხუმს“ უმასპინძლა. ზღვისპირელთა დერბი
სოხუმელთა გამარჯვებით, ანგარიშით 58:51 დასრულდა. მოგებულებს 25 ქულითა და 15 მოხსნით ოთო ბულიავამ ულიდერა, რომელმაც აღნიშნული შედეგით
ორმაგი დუბლი შეასრულა. ბათუმელთა რიგებში
კი 14 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი თემურ ზაქარაძის ანგარიშზეა.
ტურის დასკვნითი შეხვედრა თსსუ-სა და ,,ავერსს“ შორის შედგა, სადაც ,,მედიკოსებმა” 71:64 დაამარცხეს
ავერსელები. გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი
დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა მიითვალა: ლერი კვანტალიანმა 21 ქულა და 17 მოხსნა, ხოლო დავით მუსერიძემ – 10 ქულა და
11 მოხსნა.