დასასრულს მიუახლოვდა “ბ” ლიგის 18-წლამდელთა ჩემპიონატი. საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე “ბ” ლიგის ასაკობრივ ჩემპიონატებს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი ატარებს. 18 -წლამდელთა პირველიბა კი ყველაზე ადრე სრულდება. ტურნირი მისულია ფინალურ სერიამდე, ასევე გასარკვევია მე-3 ადგილის მფლობელი.
ბრინჯაოს მედლებისთის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან თსუ და “მაკაბი”, ხოლო საჩემპიონო სერიაში ერთამნეთის პირისპირ “დინამო 3” და “თლავი” შეხვდებიან. ფინალური სერია 2 მატჩისგანაა შემდგარი და ის გუნდი მოიგებს, რომელსაც მეორე შეხვედრის შემდეგ უკეთესი ბურთების შეფარდება ექნება. რაც შეეხება მესამე ადგილს, მისი მფლობელი 1 მატჩის შედეგად გამოვლინდება.
9 ივნისს გაიმართბა მატჩი მესამე ადგილისთის და ფინალური სერიის პირველი დაპირისპირება. ხოლო 10 ივნისს ჩმპიონის ვინაობას გავიგებთ. წარმოგიდგენთ პლეი ოფის ბადეს.