18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია

18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია

 კალენდარი 18-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია.
9 ივნისს ჩატარებულმა ბოლო მეოთხედფინალურმა მატჩმა ბოლო ნახევარფინალისტი გამოავლინა
– გორმა საკუთარ მოედანზე ბოლო წუთებზე დაამარცხა ქუთაისი და ნახევარფინალის საგზური
მოიპოვა.

მეოთხედფინალები ერთ მოგებამდე იყო, ხოლო ნახევარფინალებიდან
უკვე გუნდებს ფინალში გასასვლელად მეტოქის ორჯერ დამარცხება მოუწევთ. მეოთხედფინალში
დამარცხებული გუნდები ერთმანეთს პლეიაუტში დაუპირისპირდებიან, მოგებულები მე-6 და მე-6
ადგილის გასაყოფ მატჩს ითამაშებენ, ხოლო პლეიაუტში დამარცხებულები მე-7 და მე-8 ადგილისთვის
შეერკინებიან.

წარმოგიდგენთ პლეიოფისა და პლეიაუტის ცხრილს, განრიგსა
და კალენდარს:

ნახევარფინალები

12 ივნისი

11:45 – ზაზა1 – არმია

13:30 – ჰიუნდაი – გორი

 

13 ივნისი

17:00 – არმია – ზაზა1

17:30 – გორი – ჰიუნდაი

 

პლეიაუტი

12 ივნისი

10:00 – თსუ – აკადემია

15:00 – ქუთაისი – სოხუმი