ოლიმპიურმა სასახლემ საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიების მორიგ მატჩებს უმასპინძლა. 4 წყვილში პირველი მატჩების ანალოგიური შედეგები დაფიქსირდა – ანუ ისევ იმ გუნდებმა იმარჯვეს და ყველა სერიაში საერთო ანგარიში 2:0 გახდა.
სერიის პირველ მატჩებში ყველაზე დაძაბული “ორბისა” და “ქუთაისის” დაპირისპირება გახლდათ, თუმცა ამ გუნდების მეორე მატჩში ბრძოლა არ შედგა. ქუთაისელებმა 101:88 იმარჯვეს და 2:0 დაწინაურდნენ. მომდევნო მატჩი ქუთაისში, 14 აპრილს გაიმართება და გმარჯვების შემთხვევაში იმერული კლუბი ნახევარფინალში გავა.
ისევ დამაჯერებლად – 96:61 იმარჯვა “აკადემიამ”, რომელმაც “ზაზა 1” სერიაში 2:0 ჩამოიტოვა. “დინამომ” 14 ქულით – 78:64 აჯობა “ვინგსს, ხოლო “ზაზა 2”-მა “რუსთავს” 70:59 სძლია. ამრიგად, ოთხივე მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიშია 2:0.
შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის ყველა სტადიაზე (1/4, 1/2, ფინალი) სერია გრძელდება 3 მოგებამდე.
სტატისტიკა იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე, შესაბამის განყოფილებაში: http://gbf.ge/league/u18/schedule#mbt:275-303$t&0=1