18-წლამდელთა ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩში დინამომ აკადემია დაამარცხა

18-წლამდელთა ჩემპიონატის ტურის ცენტრალურ მატჩში დინამომ აკადემია დაამარცხა

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში ორი საინტერესო მატჩი გაიმართა. ერთ-ერთი მათგანი წრის ცენტრალურ დაპირისპირებადაც შეიძლება მოვიხსენიოთ. ერთმანეთს თბილისის ჩემპიონი “დინამო” და “აკადემია” შეხვდნენ. ისევე, როგორც თბილისის პირველიბის ნახევარფინალში, გამარჯვება ამჯერადაც დინამოელებს დარჩათ – 82:68.

შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი მესამე მეოთხედის ბოლოს გადაწყდა, როცა “დინამომ” 14:4 გაქცევა მოაწყო და მეოთხე პერიოდის წინ 61:53 დაწინაურდა. მას მერე დიღმელებს მეტოქისთვის თამაშის შემოტრიალების შანსი აღარ მიუციათ.

ორივე გუნდს ჰყავდა თავისი მექულე: “აკადემიაში” 31 ქულით გიორგი კობახიძე გამოირჩა, “დინამოში” – 32 ქულით ვლადიმერ თავაქარაშვილი. გიორგიმ 7-დან 6 ორქულიანი, 16-დან 5 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ვოვამ – 6-დან 3 ორქულიანი, 10-დან 6 სამიანი და 8-დან 8 საჯარიმო.

დღის მეორე მატჩში “სოხუმმა” 63:47 დაამარცხა “აკადემია 2”. გამარჯვება უმთავრესად ქუთაისელი საბა შარვაშიძის დამსახურებაა, რომელმაც 27 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა. ტანმაღალმა წინახაზელმა პერიმეტრიდანაც შესანიშნავად სტყორცნა – 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. მატჩის ვიცე-ბომბარდირები გახდნენ აკადემიელი საბა უჩავა და სოხუმელი საბა მალანია. ორივემ 13 ქულას მოუყარა თავი.

18 წლამდელთა ჩემპიონატში 28 ნოემბერს “დინამო” “აფხაზეთს” უმასპინძლებს, ხოლო 29 ნოემბერს ქუთაისში ორი შეხვედრა გაიმათება: “ქუთაისი 2”-“მართვე” და “ქუთაისი”-“ვინგსი”.

ყველა თამაშის სრული სტატისტიკა: http://gbf.ge/league/u18/schedule#mbt:275-303$t&0=1