დღეს 18-წლამდელთა მორიგი შეხვედრები გაიმართა. აკადემიის დარბაზმა ლიდერი გუნდების დაპირისპირებებს, ხოლო მარნეულმა ,,მარნეულისა” და ,,ჰიუნდაი2”-ის შეხვედრას უმასპინძლა.
დღის პირველ შეხვედრაში ა ჯგუფის სათავეში მყოფმა ,,ჰიუნდაიმ” იოლი გამარჯვება მოიპოვა ,,შსს აკადემიასთან”- 60:101 . დიდი სხვაობით იმარჯვა ,,რუსთავმაც”, რომელმაც მასპინძელი ,,აკადემია” 60:88 დაამარცხა.
გაგაცნობთ თამაშების შედეგებსა და გამორჩეულ მოთამაშეებს.
შსს აკადემია – ჰიუნდაი 60:101
შსს აკადემია: არჩილ პულუზაშვილი – 14ქულა, 8მოხსნა; გურამ კენჭიაშვილი – 11ქულა; ლევან გორდულაძე – 10ქულა,
ჰიუნდაი: სანდრო ბოლქვაძე – 36ქულა, 13მოხსნა; სანდრო სანაძე – 18ქულა; ლუკა ზაქრაძე – 16ქულა; ნიკოლოზ ლომიძე – 11ქულა, 8მოხსნა.
აკადემია – რუსთავი 60:88
აკადემია: ბექა დარახველიძე – 20ქულა; ბადრი ჩიხვარია – 12ქულა.
რუსთავი: გიორგი დვალი – 24ქულა; ერეკლე ლორთქიფანიძე – 22ქულა; თორნიკე ქიტოშვილი – 14ქულა, 16პასი; შოთა ნარჩომაშვილი – 14ქულა; ლევან ურიდია – 10ქულა, 11მოხსნა.
მარნეული
მარნეული – ჰიუნდაი-2 76:58
მარნეული: ლაშა შერმაზანაშვილი – 17ქულა, 9მოხსნა; არჩილ შაორშაძე – 15ქულა, 13მოხსნა, 8პასი; გიორგი მინაძე – 14ქულა, 11მოხსნა, 7პასი.
ჰიუნდაი: თეგა გეთია – 18ქულა; ალექსანდრე კატუკია – 10ქულა, 13მოხსნა; სოსო გელდიაშვილი – 10ქულა.