18-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი სრულდება

18-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი სრულდება

გალერეა 

 18-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 1 მატჩი დარჩა, რომელმაც მხოლოდ ის უნდა გაარკვიოს, „ბ“ ჯგუფში ბოლო 2 ადგილს რომელი გუნდები გაინაწილებენ. უმთავრესი – პლეი ოფის 8 გუნდის ვინაობა და მათი დაწყვილების ფორმატი ცნობილია. ჩემპიონობისთვის ბრძოლას „ა“ და „ბ“ ჯგუფის 4-4 გუნდი აგრძელებს, რომლებიც მეოთხედფინალში ჯვარედინი სისტემით დაწყვილდნენ. რაც შეეხებათ პლეი ოფს მიღმა დარჩენილ გუნდებს, ისინი 1 მატჩს გამართავენ და სეზონს დაასრულებენ. კერძოდ კი „ა“ და „ბ“ ჯგუფებში პარალელურ ადგილებზე გასული გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან, რითაც ჩემპიონატში შესაბამის ადგილებს გაინაწილებენ.

დღეს
აკადემიის დარბაზმა ჩემპიონატის
ორ შეხვედრას
უმასპინძლა, ქუთაისში კი
ერთი მატჩი
გაიმართა. წარმოგიდგენთ თამაშების
შედეგებს და საუკეთესო
მოთამაშეებს. 

 

ლომები – შსს აკადემია  40:79

ლომები: ბექა
ბექაური – 14ქულა; თემურ ზედგენიძე – 8ქულა, 17მოხსნა;

შსს აკადემია:
სოსო ტურაშვილი – 17ქულა; დემეტრე ვაჭარაძე – 15ქულა, 10მოხსნა; გიორგი ჩაჩხიანი
–  12ქულა; ბილი ალიევი – 10ქულა, 9მოხსნა.

 

U-16 ნაკრები – თსსუ 95:66

U-16
ნაკრები: ლუკა ბულაშვილი – 24ქულა; გიორგი
გვიანიძე – 13ქულა, 8მოხსნა; საბა აკობია – 11ქულა, 9პასი; გიორგი კორსანტია – 8ქულა,
17მოხსნა;

თსსუ:
გიორგი დარსალია – 20ქულა; ლაშა შერაზადიშვილი – 15ქულა; გიორგი მებონია – 14ქულა;

 

ქუთაისი – მართვე-165-ე სკოლა  86:95

ქუთაისი: ვიტალი
ცქიფურიშვილი – 29ქულა, 7მოხსნა, 9პასი; ირაკლი მაცაბერიძე – 20ქულა, 10მოხსნა; დავით
მაჭარაძე – 20ქულა, 10მოხსნა;

მართვე-165-ე
სკოლა: სოსო გოგნაძე – 32ქულა, 17მოხსნა; გიგი ტუღუში –
25ქულა, 15მოხსნა; დავით ლომიძე – 22ქულა, 7მოხსნა, 14პასი; ლევან ფაღავა – 12ქულა.