საქართველო 18-წლამდელთა ნაკრებმა 2 სპარინგ-მატჩი გამართა თბილისში ჩამოსულ უკრაინის ნაკრებთან. შეხვედრები 29 ივნისს სპორტი სასახლეში და 30 ივნისს – ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა. ორივე შეხვედრაში ქართველებმა იმარჯვეს. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა უკრაინელი თანატოლები ჯერ 57:48 დაამარცხა, შემდეგ კი 69:58 მოუგო.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება, რომლებიც 27 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბელგიასთან, უნგრეთთან, ესტონეთთან, ავსტრიასა და აზერბაიჯანთან ერთადაა. ჯგუფიდან 2 საუკეთესო პლეი ოფში გავა და გააგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად, რადგან 18-წლამდელთა „ბ“ დივიზიონის მონაწილე 24 ნაკრებიდან მხოლოდ 3 საუკეთესოს ერგება მომავალ სეზონში ელიტაში ასპარეზობის საგზური.