3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება

3X3
კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე
გავიდა. აღნიშნულთან
დაკავშირებით დღეს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში პრესკონფერენცია გაიმართა.

 ქართველებმა ევრობასკეტის საგზური იტალიის
ქალაქ რიჩიონეში
25-26 ივლისს გამართულ
საკვალიფიკაციო ტურნირში
მოიპოვეს. ჩვენმა
ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩი სერბეთის
ნაკრებს მოუგო
და კონტინენტის იმ საუკეთესო
16 გუნდს შორის
მოხვდა, რომლებიც
ჩემპიონის ტიტულს
გაითამაშებენ.

საქართველოს ნაკრების
ღირსება იტალიაში
ტარიელ ზუზაძემ,
კოტე ბიწაძემ,
ვასილ კუტალაძემ
და მიხეილ
ჯაჯვანმა დაიცვეს.
იტალიაში ნაკრებთან
ერთად იმყოფებოდნენ გრიგოლ
გურგენიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი),
ალეკო პეტრიაშვილი (დელეგაციის წევრი)
და გიორგი ზაბახიძე
(გუნდის ლიდერი).

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი
ბელარუსის დედაქალაქ
მინსკში 21-23 აგვისტოს
გაიმართება, სადაც
საქართველოსა და
მასპინძელ ბელარუსთან ერთად თავს
შემდეგი ნაკრებები
მოიყრიან: ისრაელი,
საფრანგეთი, ლატვია,
სომხეთი, დანია,
ესპანეთი, პოლონეთი,
თურქეთი, იტალია,
მაკედონია, ლიტვა,
რუსეთი, ბელგია
და გერმანია.

საქართველოს ნაკრები
ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მიმდინარე
კვირაში დაიწყებს.
მოთამაშეები გაივლიან
ფიზმომზადების კურსს,
ასევე გამართავენ რამდენიმე მოსამზადებელ მატჩს.

 გიორგი ზაბახიძე
(გუნდის ლიდერი):  სასიხარულოა,
რომ  მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის საგზური
და 16 საუკეთესო გუნდში გავედით. აღსანიშნავია, რომ ამისთვის გადამწყვეტ მატჩში სერბეთის
ნაკრები დავამარცხეთ.  საქართველოს კალათბურთის
ეროვნულ ფედერაციას 3X3
კალათბურთში ასეთი შედეგები სწორი მიდგომითა და მუშაობით აქვს.  ჩვენ შევიძინეთ, სპეციალური, ფიბას ლიცენზირებული
მოედანი და მიუხედავად, იმისა, რომ სპორტის ამ სახეობას, ბევრი  სკეპტიკურად უყურებდა, ფედერაციამ სწორად შეაფასა
3X3  კალათბურთის საქართველოში განვითარების პერსპექტივა
და ამ მიმართულებით ნაყოფიერად იმუშავა.  ჩატარდა
არაერთი მასშტაბური ტურნირი, ჩამოყალიბდა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები. ვიმედოვნებთ,
18-წლამდელთა  3X3 ნაკრებში მოასპარეზე
ბიჭები  მომავალში 3X3 ეროვნულ ნაკრებშიც
მოხვდებიან. სპორტის ამ სახეობაში საკმაოდ კარგი რეიტინგი გვაქვს, რამაც მოგვცა იმის
საშუალება, რომ მოვხდით მსოფლიოს  ჩემპიონატზე.
ვიმედოვნებთ,  ვიასპარეზებთ ოლიმპიადაზე,
ვინადან სულ მალე 3X3
კალათბურთი ოლიმპიური სახეობა გახდება.  ფედერაციას
ამ მიმართულებით მუშაობის არაერთი გეგმა აქვს, მათ შორის  3X3
კალათბურთის ლიგის შექმნა.

 მალხაზ ლობჟანიძე
(3X3
კალათბურთში 18-წლამდელთა ნაკრების ფიზ-მომზადების მწვრთნელი):
 მალე ვარჯიშს შევუდგებით და ბიჭებსაც უკეთესად
გავიცნობ. ევროპის ჩემპიონატს  გუნდი მაქსიმალურად
კარგ ფორმაში უნდა შეხდეს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. 

 კოტე ბიწაძე
(3X3 ნაკრების წევრი,  კაპიტანი):
ის შეცდომები,  რომელიც ევროპის ჩემპიონატის
შესარჩევ ეტაპზე დავუშვით, გუნდის ლიდერთან ერთად გავარჩიეთ. მივიღეთ მნიშვნელოვანი
მითითებები და ევროპის ჩემპიონატს მაქსიმალურად 
მზად შევხდებით. უკვე ვიწყებთ ფიზიკურ მომზადებას და ვარჯიშებს. ვფიქრობთ, ძალიან
კარგი შანსები გვაქვს და ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ წარმატებულად ვიასპარეზებთ.