დღეს ოლიმპიურ სასახლეში საქართველოსა და თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. ეს გახლავთ ტურნირი, რომლის საუკეთესო გუნდები საქართველოს ჩემპიონატზე გადაინაცვლებენ, ხოლო დანარჩენები თბილისის ჩემპიონატში გააგრძელებენ ასპარეზობას.
ტურნირში 14 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 4 ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი. თითოეული ჯგუფიდან 2-2 საუკეთესო საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს და ბრძოლას საუკეთესოს გამოსავლენად გააგრძელებენ. დღეს ოლიმპიურ სასახლეში 6 მატჩი გაიმართა, რომლის შედეგებს წარმოგიდგენთ:
დინამო – ვინგსი2 133:48
დინამო: ტიმოშენკო 23, ჭაბუკიანი 19
ვინგსი2: იორდანიშვილი 18
თსსუ – მეგა 87:57
თსსუ: დოლიშვილი 15, მახათაძე 14, ოთხმეზური 13
მეგა: ბარამიძე 25, ასლამაზიშვილი 12
აკადემია – ალფა 137:45
აკადემია: სულხანიშვილი 24ქ, 8მ, 7პ; მახვილაძე 20, აბულაძე 17
ალფა: გოგილაშვილი 13, გოგორიშვილი 5
ვინგსი – მართვე2 110:56
ვინგსი: ბობოიძე 23ქ, 7მ, 7ჩ, კახეთელიძე 23, ზაგაგაშვილი 22ქ, 10ჩ
მართვე2: ბასილაძე 17, სეხნიაიძე 14
ორბი – დინამო2 107:40
ორბი: ნიკა ნიკოლაიშვილი 32ქ, 6ჩ; გურგენიძე 19, სიმონიშვილი 12, ზანდუკელი 12, ბასილაშვილი 12
დინამო2: სვანი 13, ქავთარაძე 8, სვანიძე 6, გოლიაძე 6
ზაზა2 – მართვე 86:47
ზაზა2: დ. ავთარაძე 19, ორდენიძე 12ქ, 10მ; გოგბერაშვილი 12
მართვე: მუზაშვილი 11, მალანია 9, სახოკია 8
25 ნოემბერს ოლიმპიურ სასახლეში 1 მატჩი გაიმართება: თსუ “მართვე 3”-ს დაუპირისპირდება.