საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატში 2 ნახევარფინალისტი გამოვლინდა. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში მეოთხედფინალის 2 მატჩი გაიმართა, რომლებიც იმ გუნდების გამარჯვებით დასრულდა, რომლებიც სერიას 2:0 იგებდნენ.
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს “დინამო” და “ვინგსი” დაუპირისპირდნენ. დინამოელებმა სერიის მე-3 მატჩი წინა ორზე დამაჯერებლად – 103:63 (სტატისიკა) მოიგეს და საერთო ანგარიშით – 3:0 იმარჯვეს. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილ დინამოელებს 24 ქულით და 13 მოხსნით ლუკა ტიმოშენკომ ულიდერა. 15 ქულა გეგა ჭაბუკიანის ანგარიშზეა. “ვინგსში” 19 ქულით საუკეთესო იყო ილია ზაგაშვილი.
მეორე მეოთხედფინალური სერიის მატჩში ერთმანეთს “აკადემია” და “ზაზა 1” დაუპირისპირდნენ. თემურ კანკიას გაწვრთნილმა აკადემიელებმა წინა მატჩების მსგავსად ზედმეტი პრობლემების გარეშე მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და ნახევარფინალში გავიდნენ. საბოლოო ანგარიშია 95:64 (სტატისტიკა) “აკადემიის” სასარგებლოდ. “აკადემიაში” საუკეთესო იყო გიორგი კობახიძე, რომელმაც 9-დან 6 სამქულიანი, ჯამში კი 24 ქულა ჩააგდო. 15 ქულა მოაგროვა ლაშა მიქელაძემ, ხოლო 14 – ლუკა მახარაშვილმა. “ზაზას” გუნდში 21 ქულით საბა შარვაშიძე გამოირჩა.
მეოთხედფინალის წამგები “ზაზა” და “ვინგზი” საკვალიფიკაციო რაუნდში გადაერთვებენ და ნახევარფინალში ვერგასულ კიდევ 2 გუნდთან ერთად 5-8 ადგილებს გაითამაშებენ. რაც შეედება “დინამოს”, ტურაშვილის გუნდი ნახევარფინალში “ზაზა 2” – “რუსთავის” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო “აკადემია” “ორბი” – “ქუთაისის” წვილიდან უმჯობესს ელის.